[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

ყოველწლიური კულტურული ტურებისა და ექსკურსიების პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა (IRO) სტუდენტებისთვის ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ფიჯიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და აზერბაიჯანიდან, კულტურული ტური მოაწყო დუშეთში. ტურის ფარგლებში, სტუდენტები დუშეთის მერიაში შეხვდნენ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი ასლამაზიშვილს, მერიის უფროს სპეციალისტს სპორტისა და ახალგაზრდობის

ჩინეთის სიჩუანია პროვინციის უნივერსიტეტმა 2023-2024 წლისთვის გამოაცხადა სასწავლო სასტიპენდიო პროგრამები. სტიპენდიები გამოყოფილია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე კომპიუტერული ინჟინერიის, კლინიკური მედიცინის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება: 31 მაისამდე დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართის სახით

IBSU-მ სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გვანცა დავითაშვილს უმასპინძლა. საჯარო ლექციის ფარგლებში, დავითაშვილმა სტუდენტებს ადამიანის უფლებების სწავლების მიმართულებით სახალხო დამცველის პრაქტიკა და რეკომენდაციები გააცნო. ასევე, მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრაზე განიხილა საუნივერსიტეტო გარემოში ადამიანის უფლებების სწავლების გამოწვევები.

ესტონეთის ქ.ტარტუს უნივერსიტეტმა გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამა ბაკალავრის ხარისხის სტუდენტებისათვის. აღნიშნული პროგრამა საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის მოქალაქეებისთვის არის უფასო. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ივნისი. რეგისტრაცია - Tartu Ülikooli infosüsteemid (ut.ee) დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი - Emanuele Bardone: (emanuele.bardone@ut.ee or +372 5688 7686)