[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-მ მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო. უნივერსიტეტის მარკეტერებმა კი აბიტურიენტებს IBSU-ს კამპუსი დაათვალიერებინეს.

IBSU-ს სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტს ეწვია მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, ვიორიკა ლუპუ და მისი კოლეგა ინა ნიკუტა. ვიორიკა ლუპუმ ჩაატარა ლექცია ღია მეცნიერების შესახებ, ასევე, ღია წვდომის საცავებისა და ღია წვდომის ჟურნალების მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე. ლექციის მერე

21-25 აგვისტოს, ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ფრანგული ენის ახალგაზრდა მასწავლებლების ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ბოლო კურსის სტუდენტებს, ასევე ახალგაზრდა მასწავლებლებს. ფორუმის სემინარების თემატიკაა: მუსიკა, ჟურნალისტიკა, კინო და თეატრი. მონაწილეობის პირობები: საერთაშორისო მგზავრობის, განთავსების, კვების და ტრანსპორტის

ტაილანდის საერთაშორისო სააგენტო უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის 2023-2024 აკადემიური წლისათვის სტიპენდიებს აცხადებს. ტაილანდის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადები მიიღება 2023 წლის 31 ივლისამდე.  ვრცლად: https://bit.ly/3N83Whi

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტს, ქეთი ფანქველაშვილს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

2023 წლის, 11 მაისს, 15:00 საათზე ჩატარდება ჯონ ედვარდ ბუშიჰედის სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა თემაზე "აშშ-ს გლობალური სტრატეგიული თავდაცვის თანამშრომლობა და მისი მიზეზები და შედეგები და მისი გავლენა ტრანსოვრაბიულ პოლიტიკური და ინსტიტუციონალური გარდაქმნებზე 2000-დღემდე (საქართველოს შემთხვევის გარჩევა)." 📍 IBSU-ს საკონფერენციო ოთახი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თანამშრომლებს ტრადიციულ ვახშამზე უპასპინძლა. უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა სიტყვით მიმართეს შეკრებილებს და ხაზი გაუსვეს ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობას.

IBSU-მ ტურიზმის პროგრამის ასისტენტ-პროფესორს, ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სანდიპ გულერიას უმასპინძლა. სანდიპ გულერიამ IBSU-ს ტურიზმის პროგრამის ლექტორებს გააცნო სწავლა/სწავლების მეთოდები და კურიკულუმის შემუშავების პრინციპები ჩანდიგარის უნივერსიტეტის მაგალითზე. ვიზიტის ფარგლებში, მოწვეული სტუმარი შეხვდა IBSU-ს რექტორს, საფფეთ ბაირაქთუთანსა და საერთაშორისო

IBSU-ს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება ესეების კონკურსი - "თავისუფლებიდან დამოუკიდებლობამდე", რომელშიც აბიტურიენტები მიიღებენ მონაწილეობას. ესე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Projects@ibsu.edu.ge  ესეს წერის კრიტერიუმები

IBSU-მ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში თემაზე "ჰოლოკოსტი," რომელიც ქართულ-ებრაულმა სკოლამ "ორ ავნერი," ისრაელის საელჩოსთან საქართველოში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისრაელის ცენტრთან პარტნიორობით გამართა. კონფერენციაში, რომელიც მიზნად ისახავდა ჰოლოკოსტის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, მონაწილეობდნენ ისრაელისა და გერმანიის ელჩები ჰადას მეიცადი და ერნსტ