[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

პროექტის "სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის" ფარგლებში, IBSU-ში ახალი ფორმატის ტრენინგი ჩატარდა თემაზე  "1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია." ტრენინგის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და შეისწავლეს მეტი საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხი მოვლენის შესახებ.

IBSU-ს საერთაშორისო პროექტების და ინოვაციების სამსახურის შუამდგომლობით, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების აკადემიური პერსონალი და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები HORIZON EUROPE - ის მიერ დაფინანსებულ სამწლიან საერთაშორისო პროექტში ჩაერთნენ. მათ შორის არის ბარბარე ტეფნაძე, კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, რომელიც აგრძელებს IBSU-თან თანამშრომლობას

IBSU-მ უცხოელ სტუდენტებს ვახშამზე უმასპინძლა, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.  სტუდენტებმა ერთმანეთს საქართველოში ცხოვრების გამოცდილება გაუზიარეს. რამდენიმემ ნაციონალური კერძიც მოამზადა. ვახშმის შემდეგ სტუდენტებმა Kahoot-ი ითამაშეს და საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ კითხვებს უპასუხეს.    

IBSU-მ საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაციის მიერ ორგანიზებულ Street Art მასტერკლასსა და პრაქტიკულ ვორქშოპს უმასპინძლა. ფედერაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ქუჩის ხელოვნების ისტორიაზე, ფერთა თეორიაზე, ქუჩის ხელოვნების როლზე სხვადასხვა ეპოქაში და სხვ. ვორქშოპის დასასრულს, სტუდენტებმა IBSU-ს კედელზე სტენსილები დახატეს.

IBSU-მ „ეზოს ღონისძიებების“ სეზონი გახსნა. გახსნის დღეს კამპუსში მოეწყო ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, წრეში ბურთის, კლასობანასა და ბადმინტონის სივრცეები. სპორტულ აქტივობებში სტუდენტებთან ერთად ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. "ეზოს ღონისძიებები" პარასკევობით გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, მაია ჩქოტუამ დღეს გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე “როგორ დავწეროთ სტატია სამეცნიერო კონფერენციისთვის.” ვორქშოპზე სტუდენტები გაეცნენ საკონფერენციო სტატიის მომზადების სპეციფიკას, მათ შორის სათაურის და რეზიუმეს შედგენას, სტატიის სტრუქტურასა და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს APA7 სტილის მიხედვით.

IBSU გარემოს გამწვანების ყოველწლიურ ტრადიციას აგრძელებს. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, IBSU-ს ადმინისტრაციისა და სტუდენტების ჩართულობით, 50 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო. მსგავსი ღონისძიებებით, IBSU მხარს უჭერს მდგრად განვითარებას და ზრუნავს გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე.

IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ინიციატივით, კომპანია BDO-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების სტუდენტებს და გააცნეს კომპანიის ფასეულობები, მიმდინარე ვაკანსიები და პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. ასევე, კომპანიის HR-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე "როგორ დავწეროთ ეფექტური

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით „იზრუნე ხარისხის განვითარებაზე“, რომელიც გულისხმობს ყოველთვიურ შეხვედრებს აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. პროექტის მიზანია უნივერსიტეტში ხარისხის კულტურის განვითარება. დღევანდელი სადებიუტო შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ არაფორმალურ გარემოში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები სასწავლო პროგრამებთან,

IBSU-ს საერთაშორისო პროექტების და ინოვაციების სამსახურის უფროსმა, ასოც. პროფესორმა მარინა რაზმაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ENDORSE 2023 - The European Data Conference on Reference Data and Semantics“, რომელიც ყოველწლიურად 500-ზე მეტ მონაწილეს უყრის თავს მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნულ კონფერენციაში წელს 600 მეტმა