[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალიოსეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის მედიისა და კომუნიკაციის ასოციაციის (ECREA) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიისა და კომუნიკაციის მკვლევართა  სექციისკონფერენციაზე (CEECOM2023), რომელიც წელს ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში (ბრნო) გაიმართა.  კონფერენციის თემა იყო „ცენტრალურ და

IBSU-მ ინტერკულტურული თანამშრომლობის ფარგლებში კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. სამი კვირის განმავლობაში ამერიკელი სტუდენტები დაესწრნენ მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგის, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამების ლექციებს; სწავლების უნარის გამოცდის (TKT) და ქართული ენის შემსწავლელ ლექციებს. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სასწავლო აქტივობებსა და ინტერკულტურულ პროგრამებში, IBSU-ს კულტურულ და მუსიკალურ ფესტივალებში. კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოინახულეს საქართველოს კულტურულ-ისტორიული

IBSU-ში სტუდენტური ჟურნალის 'VITASCOPE' პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალში, რომელიც ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში დაარსდა, გამოქვეყნებულია სტატიები შემდეგ თემებზე: განათლება და ლინგვისტიკა, ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია, ისტორია და კულტურა, ფილოსოფია და ეთიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება, გარემოსდაცვითი კვლევები და მდგრადობა. პრეზენტაციის დასასრულს სტატიების ავტორებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის  საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) გაცნობებთ 2023 წლის სტუდენტური ფესტივალის კონკურსის შესახებ, რომელიც განკუთვნილია   ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანგულენოვანისტუდენტებისთვის და  ჩატარდება  მონტენეგროს უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 2023 წლის 4-8 სექტემბერს ქ. პოდგორიცა, მონტენეგრო(https://l.auf.org/festivalregional2023). აღნიშნული ფესტივალი ტარდება 2023 წლის ევროპული კომპეტენციების

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის არმაზის ხეობაში პიკნიკი გაიმართა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მომავალი მაგისტრანტებისთვის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე გამართა. IBSU-ს სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებმა დაინტერესებულ პირებს გააცნეს IBSU-ს სამაგისტრო პროგრამების მიზნები, ამოცანები და მიღების პროცედურები. IBSU გთავაზობთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს: მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი) მარკეტინგი (ინგლისურენოვანი) ფინანსები (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი) აშშ-ის საგარეო ურთიერთობები  (ინგლისურენოვანი) საერთაშორისო ურთიერთობები 

IBSU-ში ციფრული სკოლის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ტრენინგების განმავლობაში შეისწავლეს Web Development(html5, css3) და 3D graphics (Blender) - ის საფუძვლები და საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. ლექციებს უძღვებოდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული სტუდენტები.

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონალურმა (AUF-ECO) დირექტორმა, მუჰამედ კეტატამ, კონკურსის „Idééthon - ინოვაციური ფრანგულენოვანი თამაში“ მონაწილე IBSU-ს სამ სტუდენტს, ელენე წულაიას (კონკურსის ფარგლებში ფრანგული ენის სასწავლო თამაშის შექმნის ავტორი), მარიამ ჩიხლაძესა და თაკო უტიაშვილს სერტიფიკატები გადასცა. საზეიმო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. კონკურსი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან

IBSU-ში შიდა მობილობის სარეგისტრაციო ვადა გამოცხადდა. განცხადების მიღების ვადა: 17 ივლისი - 25 აგვისტო. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ფაილი  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქეთევან ნანობაშვილმა წარადგინა 2021-2023 წლის უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და SWOT ანალიზი. შეხვედრაზე, რომელსაც რექტორი ესწრებოდა, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მომავალ გეგმებზე. შეხვედრები ეტაპობრივად მომავალშიც გაგრძელდება.