[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

AUF-ი სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში კონკურსს აცხადებს

26.06.2023

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის  საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) გაცნობებთ 2023 წლის სტუდენტური ფესტივალის კონკურსის შესახებ, რომელიც განკუთვნილია   ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანგულენოვანისტუდენტებისთვის და  ჩატარდება  მონტენეგროს უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 2023 წლის 4-8 სექტემბერს ქ. პოდგორიცა, მონტენეგრო(https://l.auf.org/festivalregional2023).

აღნიშნული ფესტივალი ტარდება 2023 წლის ევროპული კომპეტენციების ფარგლებშიდა  ფრანკოფონი სტუდენტების რეგიონალური ფესტივალის ეს საიუბილეო აქტივობა ერთი კვირის განმავლობაში ერთად შეკრებს ახალგაზრდა ფრანკოფონებს მთელიცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან.

მონაწილეებს შესთავაზებენ  რამდენიმე სემინარს:

  • სემინარები კომპეტენციებთან დაკავშირებით;
  • კულტურათაშორისი დიალოგი;
  • საჯარო გამოსვლის ხელოვნება;
  • მხატვრული სახელოსნოები:
  • ცეკვა ;
  • ხატვა ;
  • ფრანკოფონული სიმღერები;
  • ფოტოგრაფია.

ახალგაზრდა ფრანკოფონებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის  კონტინენტის სტუდენტური 5 დღიანი ფესტივალი დასრულდება საუკეთესო სტუდენტებისფესტივალში მონაწილეობისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის  გალასაღამოთი და დაჯილდოების ცერემონიით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 16 ივლისი

განაცხადი: https://formulaires.auf.org/

კონტაქტი: festival-eco@auf.org