IBSU-ს ახალი მფლობელები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი მფლობელები, კახა შენგელია და გია კავთელიშვილი დღეს IBSU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები გააცნეს. როგორც შეხვედრაზე IBSU-ს ახალმა რექტორმა, კახა შენგელიამ აღნიშნა, IBSU შეინარჩუნებს თავის ბრენდს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მენეჯმენტს. შენგელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ IBSU გაძლიერდება და კიდევ უფრო გაიზრდება მისი საერთაშორისო ცნობადობა,