[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრადიციული, აბრეშუმის გზის მე-18 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც 14 ქვეყნის 80-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს. ორდღიანი კონფერენციის თემატიკა მოიცავს რუსეთის მიერ წამოწყებულ კონფლიქტს უკრაინაში და მის გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მომიჯნავე რეგიონებზე. კონფერენციის პარტნიორი უნივერსიტეტები არიან: კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სომხეთის

ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამის ინიციატივით, IBSU-ში გაიმართა კომპანია „ტენე“-ს დამფუძნებლის, სანდრო ლილუაშვილის საჯარო ლექცია. სპიკერმა სტუდენტებთან ვრცლად ისაუბრა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებაზე; ცირკულარულ ბიზნესმოდელებზე – დაფინანსების მოძიებასა და ბაზარზე პოზიციონირებაზე.  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 28-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს რექტორმა კახა შენგელიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. თამარ მახარაშვილის განცხადებით, IBSU ერთ-ერთი უძველესი კერძო უნივერსიტეტია, რომელსაც აქვს თავისი გამორჩეული ნიშა და ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში. "ვულოცავ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს კიდევ ერთი ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სასიამოვნო სიახლე გელოდებათ წინ. ძალიან მომწონს ტრადიცია, როცა ყოველ ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი აფასებს აკადემიური პერსონალის ღვაწლს და საუკეთესოებს გამოყოფს. გისურვებთ ამ არაჩვეულებრივი ტრადიციის