IBSU-ს პროფესორმა ლელა აბდუშელიშვილმა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექციები ჩაატარა
Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს პროფესორმა ლელა აბდუშელიშვილმა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექციები სტრატეგიული და პოზიტიური ბიზნეს კომუნიკაციის შესახებ Think Global Festival-ზე. IBSU-ს პროფესორმა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტებს ქართული კულტურა და ტრადიციები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე
ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ რეჟისორს და ჟურნალისტს, ნარგიზა გარდაფხაძეს
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ რეჟისორს, მუსიკოსსა და ჟურნალისტს, ნარგიზა გარდაფხაძეს საგან "კულტურისა და ხელოვნების გაშუქების" პედაგოგის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში. შეხვედრის თემა იყო ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაშუქების თავისებურებები. სტუმარმა ისაუბრა კულტურის ჟურნალისტების კარიერულ გამოწვევებზე და პროფესიული რჩევები მისცა დამწყებ რეპორტიორებს.
საჯარო ლექცია – “ეკონომიკური თავისუფლება”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე “ეკონომიკური თავისუფლება.” სპიკერებმა, რამაზ გერლიანმა, ნოდარ სირბილაძემ და ირაკლი მაკალათიამ განიხილეს სხვადასხვა თემები, მათ შორის "თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება," "ეკონომიკური პოლიტიკა," და "სახელმწიფო ქონების სტატისტიკა. რა ეკონომიკურ პოტენციალს არ იყენებს საქართველო?” ლექციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.
IBSU-მ ტატო ბაციკაძეს უმასპინძლა
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სპორტულ კომენტატორს ტატო ბაციკაძეს უმასპინძლა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ტატო ბაციკაძემ ისაუბრა თემაზე სპორტი და ქართული მედია და უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.
ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მობილობის ფარგლებში მიღებას აცხადებს
ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტი #IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრზე, მობილობის ფარგლებში მიღებას აცხადებს. აპლიკაციის საბოლოო ვადა: 29.12.2023 Iro@ibsu.edu.ge
EECMD-ის წარმომადგენელმა IBSU-ს სტუდენტებს ახალი პროექტი გააცნო
საერთაშორისო ორგანიზაცია "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)" წარმომადგენელმა, ანა მაგრაქველიძემ IBSU-ს სტუდენტებს ახალი პროექტი გააცნო, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით განხორციელდება. პროექტი სახელწოდებით "ქალთა გაძლიერება პოლიტიკასა და სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად" მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობის და
ბიზნეს ანბანის პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა
9 და 10 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში ბიზნეს ანბანის პროექტის მორიგი ტრენინგი ჩატარდა! ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ სახალისო აქტივობებში და ამავდროულად აემაღლებინათ ცოდნა ბიზნესის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებით. ტრენინგის ბოლოს კი მიღებული ცოდნით ბიზნეს გეგმებიც წარადგინეს. მონაწილეებს შავი ზღვის
IBSU-ს 29 სტუდენტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 29 სტუდენტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა. სტიპენდიის მოპოვება შეეძლოთ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე: საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერება, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი და სამართალმცოდნეობა, აქვთ 3.8-ზე მაღალი
ტრენინგი ფრანკოფონი სტუდენტებისთვის – “ვარსებობ, მაშასადამე წარმატებული ვარ”
სტუდენტებისთვის კარიერული წინსვლის ხელშესაწყობად, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში ჩატარდა ტრენინგი - "ვარსებობ, მაშასადამე წარმატებული ვარ" (Je suis DONC Je réussis). ტრენინგი ჩაატარა შავი ზღვის უნივერსიტეტის ფრანგული ენის ლექტორმა, ინგა ტყემალაძემ, რომელიც განკუთვნილი იყო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი უნივერსიტეტებისთვის. ტრენინგს ესწრებოდნენ IBSU-ს ფრანკოფონი სტუდენტები. სამდღიანი
საჯარო ლექცია – “გამოხატვის თავისუფლება, როგორც საერთო ევროპული ღირებულება ”
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა თამარ ავალიანმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “გამოხატვის თავისუფლება, როგორც საერთო ევროპული ღირებულება ევროკავშირის სამართლის მიხედვით”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს, რომელიც ქვეყნის მაშტაბით 1-11 დეკემბერს იმართება.