[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

2024 წლის, 21 თებერვალს, 15:00 საათზე ჩატარდება ფუატ კარაევის სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა  თემაზე -„ეფექტური ბიზნეს მოდელები და ორგანიზაციის წარმადობა ქართული სასმელების ინდუსტრიაში.“ IBSU-ს საკონფერენციო ოთახი კორპუსი A, N 101 დისერტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ IBSU-ს ბიბლიოთეკაში.

გამოცხადდა ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებისთვის და აკადემიური/კვლევითი პერსონალისთვის ლატვიის უნივერსიტეტების და საზაფხულო სკოლის პროგრამებზე. განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 1 აპრილი, 2024 ინფორმაცია უნივერსიტეტის სტიპენდიებზე: https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships ინფორმაცია საზაფხულო სკოლებზე: https://www.viaa.gov.lv/en/summer-schools პროგრამების ჩამონათვალი: www.studyinlatvia.lv iro@ibsu.edu.ge

სასწავლო კურსის, "სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები" ფარგლებში, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტები სასწავლო ტურით შვედეთის საელჩოს ეწვივნენ, სადაც მათ შვედეთის ახალმა ელჩმა, ანა ლიბერგმა უმასპინძლა. შვედეთის ელჩი IBSU-ს სტუდენტებს ესაუბრა შვედეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და ტენდენციების შესახებ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/786579-shavi-zgvis-saertashoriso-universitetis-diplomirebuli-medikosis-inglisurenovanma-programam-sruli-akreditacia-miigo

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. 2024 წლის სექტემბრიდან მედიცინის სკოლის სტუდენტები ისწავლიან თანამედროვე სასწავლო აუდიტორიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილ ახალ კამპუსში, რათა თითოეულმა სტუდენტმა თეორიული მასალის ათვისების პარალელურად შეძლოს პრაქტიკულად მუშაობა

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამთა ცქიტიშვილი ერაზმუს პლუსის ორდღიან ვორქშოპს დაესწრო. შეხვედრაზე განიხილეს ერაზმუს პლუსის პროგრამები და დაფინანსების შესაძლებლობები.    

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა თელავში, სადაც განიხილეს უნივერსიტეტის ახალი სტრატეგია, მომავალი წლის აკადემიური კალენდარი, ავტორიზაციისთვის მზადების პროცესი და სხვა მიმდინარე საკითხები.  

IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საგნის 'არქიტექტურული პროექტირება 3' ფარგლებში წარადგინეს პროექტები თემაზე 'სასტუმრო პუშკინის ქუჩაზე.'