ხოსე ვარელა გომესის სემინარი – “ღვინის ტურიზმი”
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სალექციო კურსის ,,საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები" ფარგლებში, პორტუგალიელმა პროფესორმა, ხოსე ვარელა გომესმა ჩაატარა სემინარი თემაზე - "ღვინის ტურიზმი".
ლოძის უნივერსიტეტმა გაცვლითი პროგრამა გამოაცხადა
ლოძის უნივერსიტეტი პოლონეთში IBSU-ს სტუდენტებითვის გაცვლით პროგრამას აცხადებს. სკოლები: ბიზნესის სკოლა, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა. პროგრამები: ეკონომიკა, მენეჯმენტი, კომპიუტერული მეცნიერება, ინგლისური ფილოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი განცხადების მიღების ბოლო ვადა შემოდგომის სემესტრისთვის:
პრაღის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი გაცვლით პროგრამას აცხადებს
პრაღის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი აცხადებს გაცვლით პროგრამას ბიზნესის სკოლის და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებისთვის. პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები, ტურიზმი, საერთაშორისო ბიზნესი, ანგლოფონური კვლევები განცხადების მიღების ბოლო ვადა: 22.04.2024 პერიოდი: შემოდგომის სემესტრი კითხვები გაგზავნეთ ელფოსტაზე: iro@ibsu.edu.ge
სერგეი კასკას სემინარი – “ვირტუალური ტურიზმი”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორგანიზაცია Eesti Haridusagentuur საბჭოს წევრ, დოქტორ სერგეი კასკას უმასპინძლა. სტუმარმა სალექციო კურსის “საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები” ფარგლებში, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა სემინარი თემაზე:”ვირტუალური ტურიზმი”.
ნიკა კურტანიძემ IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა
სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენელმა ნიკა კურტანიძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტის სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა. სალექციო კურსის “სასტუმრო მენეჯმენტი” ფარლგებში, სტუმარმა სტუდენტებს Front Office-ის მუშაობის სპეციფიკა გააცნო. შეხვედრის ფარგლებში ასევე სტუდენტებმა განიხილეს პრაქტიკული მაგალითები და პრობლემაზე დროული რეაგირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
IBSU-ში შემეცნებით-გასართობი თამაში ‘ქა’რთული’ ჩატარდა
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, IBSU-ში შემეცნებით-გასართობი თამაში 'ქა’რთული' ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-10, 147-ე და 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები. გამარჯვება მე-10 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. თამაშის სპონსორები იყვნენ: Barambo • ბარამბო Palitra L Publishing •
IPN – IBSU ერაზმუს+ პროექტში Virtually EDU მონაწილეობს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერაზმუს+ პროექტში Virtually EDU მონაწილეობს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპზე IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა სკოლის ლექტორები ტრენინგებს გაივლიან, ხოლო პროექტის მეორე ეტაპზე ცოდნას გაუზიარებენ პროექტში ჩართულ ხუთი სხვადასხვა ქვეყნის
IPN – განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-14 საერთაშორისო კონფერენცია 10-11 მაისს გაიმართება
IBSU განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-14 საერთაშორისო კონფერენციას 10-11 მაისს უმასპინძლებს. IBSU-ს ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან
IPN – IBSU აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: “საქართველოს ევროპული არჩევანი”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა 9 მაისია. სრულად: https://www.interpressnews.ge/ka/article/795012-ibsu-abiturientebistvis-eseebis-konkurss-acxadebs