[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU აკადემია გთავაზობთ ტრენინგს საერთაშორისო გადაზიდვების, ლოგისტიკისა და საბაჟო ოპერაციების მიმართულებით.  ტრენინგის მიზანია, სატრანსპორტო გადაზიდვების და განბაჟების ძირითადი ელემენტების შესწავლა. აღნიშნული ცოდნის საფუძველზე, ტრენინგის მსმენელებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ სატრანსპორტო კომპანიებში და იმუშაონ იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით, რაც მოიცავს: ტარიფების მომზადებას, შეკვეთების განთავსებას, ტრანსპორტის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ესეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. სამი საუკეთესო ესეს ავტორს გადაეცა #IBSU-ს სასწავლო ვაუჩერი: პირველი ადგილი - 1500 ლარი მეორე ადგილი - 1000 ლარი მესამე ადგილი - 750 ლარი 2024 წლის ესეს კონკურის თემა იყო "საქართველოს ევროპული არჩევანი."

კოზმინსკის უნივერსიტეტი პოლონეთში აცხადებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამებზე მიღებას. პროგრამები მოიცავს სამართალმცოდნეობას, ბიზნესს, ეკონომიკას, ფინანსებს, მონაცემთა ვიზუალიზაციას და ამბის თხრობას. სწავლის პერიოდი: 1-26 ივლისი, 2024 განცხადების გაგზავნის ბოლო ვადა: 10 ივნისი, 2024 კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს ელფოსტაზე: iro@ibsu.edu.ge  

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის პროგრამის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა, გიორგი მერაბიშვილმა ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გამართა პორტუგალიაში, ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პორტუგალიელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრებზე მერაბიშვილმა ისაუბრა კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებზე. გიორგი მერაბიშვილი ასევე დაესწრო ICM-ის პროექტზე გამართულ

სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლაში ჩატერებული კონკურსის შედეგები: სახელი/გვარი პოზიცია მიმართულება ირაკლი შამათავა პროფესორი კერძო სამართლის მიმართულება ქეთევან ქოჩაშვილი პროფესორი კერძო სამართლის მიმართულება თინათინ ერქვანია პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულება გოგა კიკილაშვილი პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულება სალომე კუჭუხიძე ასისტენტ-პროფესორი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულება ლევან გოთუა პროფესორი საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულება თამარ კაკუტია პროფესორი საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მიმართულება შალვა ჯულაყიძე პროფესორი საჯარო ადმინისტრირებისა და

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარში დაემატა. აღნიშნულ ცნობარში მოხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ამერიკის და კანადის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდაზე დასაშვებად სპონსორის წერილის უზრუნველყოფს. მედიცინის სკოლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცანით ცნობარის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://search.wdoms.org/home/SchoolDetail/F0008628

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) პარტნიორობითა და მხარდაჭერით, IBSU-ში ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 36-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური (GEOI’2024) გაიმართა. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/800427-inpormatikashi-sakartvelos-moscavleta-36-e-erovnuli-olimpiadis-daskvniti-turi-gaimarta  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) პარტნიორობითა და მხარდაჭერით, IBSU-ში გაიმართა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 36-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური (GEOI’2024). საქართველოს მოსწავლეთა სხვადასხვა რანგის ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევი ტურები გაიმართება 26-27 მაისს. მათგან გოგონათა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადაში (ივლისი, ჰოლანდია),

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მოსწავლეებისთვის მასტერკლასი ჩაატარეს. სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ჟურნალისტიკის პროფესიის სპეციფიკას, ახალი ამბების წერის ტექნიკებს და ფოტოჟურნალისტიკას. ასევე ტრენიგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები. პროექტის ბოლოს მოსწავლეებს IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) აბიტურიენტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ორდღიანი უფასო მასტერკლასი ჩაატარა. IBSU-ს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა აბიტურიენტებს ასწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარების ტექნიკები, მათ შორის: სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდები, სიცოცხლის ბაზისური ალგორითმი, უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა, ინტრავენური ინიექციის ტექნიკა და პირველადი