IBSU-ს მმართველმა საბჭომ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია.
IBSU-ს პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს. საქართველოს ევროინტეგრაცია ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო და არის ევროპული ღირებულებების ერთგული. აქვე აღვნიშნავთ, რომ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე ხელმოწერა არ ნიშნავდა ჩვენგან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას, არამედ მიზნად ისახავდა სასწავლო პროცესის
მე-3 მულტიდისციპლინურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024 წლის 28 ივნისს უმასპინძლებს რიგით მე-3 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას. კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე
პროექტი “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” IBSU-ში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა "სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” უფასო ტრენინგს უმასპინძლა. პრაქტიკული და სახალისო აქტივობების მეშვეობით, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ საჯარო მმართველობის საფუძვლებს, მის მნიშვნელობასა და მათ როლს საჯარო მმართველობის პროცესში.
IPN – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“ გაიმართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეთოთხმეტე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“ გაიმართა. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/799023-shavi-zgvis-saertashoriso-universitetshi-me-14-saertashoriso-konperencia-ganatlebis-enisa-da-literaturis-sakitxebze-gaimarta
IPN – IBSU-მ ნორვეგიის ელჩს უმასპინძლა
ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/799024-ibsu-m-norvegiis-elchs-umaspinzla
მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეთოთხმეტე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“ გაიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები ეხებოდა ისეთ საინტერესო თემებს, როგორებიცაა: განათლება, განათლების ისტორია, განათლების ფსიქოლოგია, სასწავლო გარემოს მართვა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, უცხოური ენების სწავლების მეთოდები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება,
IBSU-მ ნორვეგიის ელჩს უმასპინძლა
ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და განათლების, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებების სკოლის დეკანმა, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, თამარ შიოშვილმა ელჩს პირადად უმასპინძლეს
სამედიცინო სალიცენზიო გამოცდისთვის მოსამზადებელი სესიები IBSU-ში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში Arise Medical Academy-ის მიერ ორგანიზებული ინტერაქტიური სესიათა სერია დაიწყო, რომელიც უცხოური სამედიცინო სალიცენზიო გამოცდისთვის (FMGE) ინდოელი სტუდენტების მომზადებას ისახავს მიზნად. სესიას უძღვება ინდოეთში აღიარებული პედიატრი, დოქტორი სანდიპ შარმა. IBSU-ში ჩატარებული სესიები ხელს შეუწყობს საქართველოში მყოფ ინდოელ
ქართული ცეკვის მასტერკლასი საერთაშორისო სტუდენტებისთვის
ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართული ცეკვის მასტერკლასს დაესწრნენ. მასტერკლასს უძღვებოდა IBSU-ს სტუდენტი ლუკა ქავშბაია.