შზსუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად 3 წლის ვადით, შემდეგი მიმართულებით
02.07.2015ინფორმატიკა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მობილური კომპიუტინგისა და უსაფრთხოების დარგის ცოდნა (დოკუმენტურად დადასტურებული);
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე (საჭიროების შემთხვევაში);
- უნივერსიტეტის დებულებით დადგენილ ქულათა სისტემაში ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის დაგროვება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
- ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- პედაგოგიური უნარ-ჩვევები;
- ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით;
- ავტობიოგრაფია (CV);
- საკვალიფიკაციო დიპლომების ნოტარიულად დამოწმებული ასლები (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
- ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტის/სერთიფიკატის ასლები (არსებობის შემთხვევაში);
- დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- 2 ფერადი ფოტოსურათი (3×4) – ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია (CD დისკზე/ელ-ფოსტაზე);
- პირადობის მოწმობის/ID ბარათის ასლი;
- არსებობის შემთხვევაში დარგის შესაბამის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში) და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით (საჭიროების შემთხვევაში);
- საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია – პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).
დაინტერესებულმა პირებმა მითითებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 27 ივლისიდან 2015 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით (10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის დეკანატში.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ტელ: 2595005/შიდა 161, ელ.ფოსტა:tlekishvili@ibsu.edu.ge
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.