[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

31.08.2022

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელთა რეგისტრაცია ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი – პირველადი რეგისტრაცია
პირველადი რეგისტრაცია ჩატარდება 5-9 სექტემბერს, ელექტრონულად;
პირველკურსელები სარეგისტრაციო ლინკზე https://sis.ibsu.edu.ge/ შეძლებენ ატვირთონ ინფორმაცია და რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები;
პირველადი რეგისტრაციის დროს ასატვირთი დოკუმენტები:
შიდა გრანტით სარგებლობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის ფოტო.
პირველადი რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ მოცემულ ბმულზე:
მეორე ეტაპი – საბოლოო რეგისტრაცია
საბოლოო რეგისტრაციისთვის აუცილებელია, პირველკურსელები მოვიდნენ უნივერსიტეტის კამპუსში 12-17 სექტემბერს, 10:00-დან 17:00 სთ-მდე ( შესვენება 13:00-14:00 სთ) და მოიტანონ ორიგინალი დოკუმენტები:
  • ‌სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ორიგინალი;
  • ‌პირადობის მოწმობის ასლი;
  • ‌ელექტრონული ფოტოსურათი (დისკზე) და ფოტოსურათი 3X4 (2 ცალი);
  • ‌წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • ‌ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
  • ‌IBSU-ს შიდა გრანტით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
სწავლის საბოლოო საფასურის კალკულაცია (სახელმწიფო და შიდა გრანტის გათვალისწინებით) მოხდება საბოლოო რეგისტრაციის დროს.
სწავლა დაიწყება 19 სექტემბერს
გისურვებთ წარმატებულ ახალ სასწავლო წელს და ბედნიერ სტუდნეტურ ცხოვრებას!