
არქიტექტურული ნახაზები
ტრენერი: გულჟან ბოტანოვა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენი (75%-იანი დაფინანსებით). მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში „New Urban Topologies„ (ქ. თბილისი, საქართველო, 2021წ.). ფლობს რამდენიმე ენას, მათ შორის, ინგლისურს, თურქულსა და რუსულს.
ტრენერი: ელვირა ტაშანოვა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი. ფლობს რამდენიმე ენას, მათ შორის, ინგლისურს, თურქულსა და რუსულს.
კურსის მიზანი:
კურსი მოიცავს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის ხაზვის ფუნდამენტურ საკითხებს. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს მოეთხოვებათ წარადგინონ პროექტები და გაგვიზიარონ მათი ცოდნა.
კურსი ფარავს შემდეგ თემებს:
- არქიტექტურული ნახაზის დეტალები, მათ შორის ექსპლიკაცია და მასშტაბი
- დაგეგმარება
- ზომები
- სახურავის გეგმა
- სიმაღლე
- კარ-ფანჯარა
სამუშაო ენა: ინგლისური
სამიზნე ჯგუფი: მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ სფეროთი