[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ რეჟისორს, მუსიკოსსა და ჟურნალისტს, ნარგიზა გარდაფხაძეს საგან "კულტურისა და ხელოვნების გაშუქების" პედაგოგის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში. შეხვედრის თემა იყო ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაშუქების თავისებურებები. სტუმარმა ისაუბრა კულტურის ჟურნალისტების კარიერულ გამოწვევებზე და პროფესიული რჩევები მისცა დამწყებ რეპორტიორებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე “ეკონომიკური თავისუფლება.” სპიკერებმა, რამაზ გერლიანმა, ნოდარ სირბილაძემ და ირაკლი მაკალათიამ განიხილეს სხვადასხვა თემები, მათ შორის "თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება," "ეკონომიკური პოლიტიკა," და "სახელმწიფო ქონების სტატისტიკა. რა ეკონომიკურ პოტენციალს არ იყენებს საქართველო?” ლექციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სპორტულ კომენტატორს ტატო ბაციკაძეს უმასპინძლა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ტატო ბაციკაძემ ისაუბრა თემაზე სპორტი და ქართული მედია და უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.  

ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტი #IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრზე, მობილობის ფარგლებში მიღებას აცხადებს. აპლიკაციის საბოლოო ვადა: 29.12.2023 Iro@ibsu.edu.ge

საერთაშორისო ორგანიზაცია "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)" წარმომადგენელმა, ანა მაგრაქველიძემ IBSU-ს სტუდენტებს ახალი პროექტი გააცნო, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით განხორციელდება. პროექტი სახელწოდებით "ქალთა გაძლიერება პოლიტიკასა და სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად" მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობის და

9 და 10 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში ბიზნეს ანბანის პროექტის მორიგი ტრენინგი ჩატარდა! ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ სახალისო აქტივობებში და ამავდროულად აემაღლებინათ ცოდნა ბიზნესის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებით. ტრენინგის ბოლოს კი მიღებული ცოდნით ბიზნეს გეგმებიც წარადგინეს. მონაწილეებს შავი ზღვის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 29 სტუდენტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა. სტიპენდიის მოპოვება შეეძლოთ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე: საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერება, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი და სამართალმცოდნეობა, აქვთ 3.8-ზე მაღალი

სტუდენტებისთვის კარიერული წინსვლის ხელშესაწყობად, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში ჩატარდა ტრენინგი - "ვარსებობ, მაშასადამე წარმატებული ვარ" (Je suis DONC Je réussis). ტრენინგი ჩაატარა შავი ზღვის უნივერსიტეტის ფრანგული ენის ლექტორმა, ინგა ტყემალაძემ, რომელიც განკუთვნილი იყო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი უნივერსიტეტებისთვის. ტრენინგს ესწრებოდნენ IBSU-ს ფრანკოფონი სტუდენტები. სამდღიანი

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა თამარ ავალიანმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “გამოხატვის თავისუფლება, როგორც საერთო ევროპული ღირებულება ევროკავშირის სამართლის მიხედვით”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს, რომელიც  ქვეყნის მაშტაბით 1-11 დეკემბერს იმართება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში “ჩემი გამომცემლობის” წიგნების ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენის დახურვის დღეს, სტუდენტები შეხვდნენ ავტორებს, ოლიკო ცისკარიშვილს და დავით ხარატიშვილს რომელთაც სტუდენტები თავიანთი წიგნების შესახებ უამბეს. “ჩემი გამოცემლობა” უკვე მესამე წელია საგამომცემლო ბაზარზე, ძირითადად გამოსცემს საგანმანათლებლო – ფსიოლოგიურ-ფილოსოფიურ წიგნებს. ასევე მხატვრულ ლიტერატურას. გამომცემლობა მხარს