[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა, სტუდენტებისთვის გამართა ვორქშოპი სახელწოდებით “შესაძლებლობების აუდიტი.” ვორქშოპის მიზანი იყო სტუდენტებს, საკუთარ მიზნებთან მიმართებით, გაეანალიზებინათ თავიანთი შესაძლებლობები, უნარები და კომპეტენციები. დღევანდელ ვორქშოპზე მიღებული ცოდნა სტუდენტებს სუსტი მხარეების იდენტიფიცირებასა და განვითარების გზების დასახვაში

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღების ვადა განისაზღვრა 2023 წლის პირველი თებერვლიდან პირველი მაისის ჩათვლით. დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს და დამოკიდებულია

2023 წლის 26 თებერვალს ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-10 ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია. ოლიმპიადაში, რომელიც ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო

IBSU-ს მმართველმა საბჭომ დღევანდელ შეხვედრაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების გზებზე იმსჯელეს. IBSU-მ დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთების შეგროვება უკვე დაიწყო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტი საჭირო ნივთების შესაძენად დამატებით თანხასაც გამოყოფს.    

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს. "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავ თსუ-ს რექტორატს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაარსებიდან 105 წლის იუბილეს. საქართველოს ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ერის ინტელექტუალურ განვითარებაში," აღნიშნავს IBSU-ს რექტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი.

IBSU-მ არქიტექტურის ოთხდღიანი ტრენინგის მონაწილეები სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ტრენინგში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მოსწავლეებს მიღებული ცოდნა მომავალი პროფესიის არჩევაში გამოადგებათ. IBSU-ს ტრენინგის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურის საფუძვლებს, არქიტექტურულ ხატვას,

IBSU უერთდება საქველმოქმედო აქციას და თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთების შეგროვებას იწყებს. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის IBSU-ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. მსურველებმა ნივთები უნდა დატოვონ IBSU-ს A კორპუსში, 108-ე ოთახში, 11 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, დღის

ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა უმცროს მეცნიერ-თანამშრომელთათვის განკუთვნილი კონკურსი, ასევე მოკლევადიანი საგრანტო და სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსები. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: 25 თებერვალი დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ბმულს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ლაზარსკის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშომლობის საკითხები, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, კვლევითი პროექტების, სასწავლო გეგმის შემუშავების, ერთობლივი ყოველწლიური პუბლიკაციებისა და კონფერენციების ჩატარების საკითხები.

ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობა საერთაშორისო სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამებს (KNB Scholarship)  აცხადებს. Kemitraan Negara Berkembang (KNB) Scholarship 2023 მოიცავს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სასწავლო პროგრამებს ინდონეზიის რესპუბლიკის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო უნივერსიტეტებში. დაინტერესებულ პირთათვის აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა არის 18 თებერვალი 2023 წელი. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს -