[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს პროექტი სახელწოდებით „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ იწყება. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი, მიზანად ისახავს IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობას. პროექტი მათ დაეხმარება გაიგონ დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე. ლექციებს ჩაატარებენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური

IBSU-მ მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო. უნივერსიტეტის მარკეტერებმა კი აბიტურიენტებს IBSU-ს კამპუსი დაათვალიერებინეს.

21-25 აგვისტოს, ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ფრანგული ენის ახალგაზრდა მასწავლებლების ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ბოლო კურსის სტუდენტებს, ასევე ახალგაზრდა მასწავლებლებს. ფორუმის სემინარების თემატიკაა: მუსიკა, ჟურნალისტიკა, კინო და თეატრი. მონაწილეობის პირობები: საერთაშორისო მგზავრობის, განთავსების, კვების და ტრანსპორტის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტს, ქეთი ფანქველაშვილს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

2023 წლის, 11 მაისს, 15:00 საათზე ჩატარდება ჯონ ედვარდ ბუშიჰედის სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა თემაზე "აშშ-ს გლობალური სტრატეგიული თავდაცვის თანამშრომლობა და მისი მიზეზები და შედეგები და მისი გავლენა ტრანსოვრაბიულ პოლიტიკური და ინსტიტუციონალური გარდაქმნებზე 2000-დღემდე (საქართველოს შემთხვევის გარჩევა)." 📍 IBSU-ს საკონფერენციო ოთახი

IBSU-მ ტურიზმის პროგრამის ასისტენტ-პროფესორს, ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სანდიპ გულერიას უმასპინძლა. სანდიპ გულერიამ IBSU-ს ტურიზმის პროგრამის ლექტორებს გააცნო სწავლა/სწავლების მეთოდები და კურიკულუმის შემუშავების პრინციპები ჩანდიგარის უნივერსიტეტის მაგალითზე. ვიზიტის ფარგლებში, მოწვეული სტუმარი შეხვდა IBSU-ს რექტორს, საფფეთ ბაირაქთუთანსა და საერთაშორისო

IBSU-ს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება ესეების კონკურსი - "თავისუფლებიდან დამოუკიდებლობამდე", რომელშიც აბიტურიენტები მიიღებენ მონაწილეობას. ესე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Projects@ibsu.edu.ge  ესეს წერის კრიტერიუმები

IBSU-მ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში თემაზე "ჰოლოკოსტი," რომელიც ქართულ-ებრაულმა სკოლამ "ორ ავნერი," ისრაელის საელჩოსთან საქართველოში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისრაელის ცენტრთან პარტნიორობით გამართა. კონფერენციაში, რომელიც მიზნად ისახავდა ჰოლოკოსტის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, მონაწილეობდნენ ისრაელისა და გერმანიის ელჩები ჰადას მეიცადი და ერნსტ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრი აწყობს საზაფხულო სკოლას „გამოიკვლიე კავკასია, იმპერიების გზაჯვარედინზე“, რომელიც სთავაზობს ლექციების ფართო სპექტრს მაგისტრებსა და დოქტორანტებს, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალებსა  და მკვლევრებს. სკოლა განკუთვნილია ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო მკვლევრებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კავკასიის კულტურული და პოლიტიკური

IBSU-ს კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურმა კურსდამთავრებულებს ვახშამზე უმასპინძლა, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა, ხოლო კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარეს. კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახური ცდილობს მჭიდრო კავშირი დაამყაროს უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულთა შორის, რათა უზრუნველყოს მათი სამომავლო გეგმების