[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ორგანიზებით უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 30-მდე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეხვდნენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს და გაეცნენ ბაზარზე არსებულ ვაკანსიებს და სტაჟირების პროგრამებს. დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კომპანიების შეხვედრას, მიმდინარე ვაკანსიების და სტაჟირებების გაცნობასა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. IBSU-ს მარკეტერებმა მომავალ სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უნივერსიტეტში მოქმედი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და მრავალფეროვანი გრანტების შესახებ. პოზიტიური განწყობის შექმნაზე კი იზრუნა უნივერსიტეტის მხიარულმა მასკოტმა.    

IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ამერიკისმცოდნეობის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი როტერდამში საერთაშორისო განათლების ევროპის ასოციაციის კონფერენციას დაესწრო. თამარ შიოშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ბრიტანიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სტუდენტთა გაცვლაზე ორიენტირებულ თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებმა მემორანდუმს ხელი 2019 წელს მოაწერეს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი მფლობელები, კახა შენგელია და გია კავთელიშვილი დღეს IBSU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები გააცნეს. როგორც შეხვედრაზე IBSU-ს ახალმა რექტორმა, კახა შენგელიამ აღნიშნა, IBSU შეინარჩუნებს თავის ბრენდს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მენეჯმენტს. შენგელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ IBSU გაძლიერდება და კიდევ უფრო გაიზრდება მისი საერთაშორისო ცნობადობა,

სასწავლო წლის პირველ დღეს​ ​შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბების გამოფენა მოეწყო. პირველკურსელებს საშუალება ქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ სასურველი კლუბებისა და მათი საქმიანობის შესახებ. სტუდენტური კლუბების გამოფენა მუსიკალურად IBSU-ს ბენდებმა გააფორმეს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც 20-მდე სტუდენტურ კლუბს აერთიანებს, ხელს უწყობს სტუდენტებს მათი იდეების

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. სკოლების დეკანებმა, დეკანების მოადგილეებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა სტუდენტებისთვის პრეზენტაციები ჩაატარეს და დეტალურად გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. პირველკურსელები გაეცნენ შეფასების სისტემას, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებმა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრა ემსახურებოდა 2023/2024 შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია; აკადემიური კალენდარი; სალექციო პროცესი; სტუდეტთა შეფასება;

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თაკო უტიაშვილმა და ელენე წულაიამ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ პროექტში გაიმარჯვეს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია პოდგორიცაში, მონტენეგროს უნივერსიტეტში გაიმართა. 70-ზე მეტ სტუდენტს 18 ქვეყნიდან შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მონტენეგროს უნივერსიტეტის პროგრამებსა და პროექტებს.

ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფორმატიკის დოქტორანტი, ლუკა ვაცლავიკი კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში IBSU-ს ეწვია. ორკვირიანი პროგრამის ფარგლებში, ლუკა ვაცლავიკმა IBSU-ს ბიზნესის სკოლის ლექტორებს წარუდგინა დისერტაცია სახელწოდებით "ეკონომიკა და კიბერუსაფრთხოება," რომელსაც ხელმძღვანელობდა IBSU-ს მოწვეული ლექტორი, ირინა ფარცვანია. ლუკა ვაცლავიკის ვიზიტი IBSU-სა და ჩეხეთში ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების ფარგლებში შედგა.    

პირველკურსელთა საყურადღებოდ! შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 11-16 სექტემბერს, უნივერსიტეტის კამპუსში, 09:00-დან 16:30 სთ-მდე (შესვენება 13:00-14:00 სთ). მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N2 რეგისტრაციის დროს პირველკურსელებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ‌სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ‌პირადობის მოწმობის ასლი; ‌ელექტრონული (CD დისკზე) და ბეჭდური ფოტო 3X4 (2 ცალი); წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი, ‌ვაჟებისათვის (ცნობა კომისარიატიდან); ‌არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი; ‌არსებობის შემთხვევაში, IBSU-ს შიდა გრანტით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, სწავლის საბოლოო საფასურის კალკულაცია (სახელმწიფო და შიდა გრანტის გათვალისწინებით) მოხდება რეგისტრაციის დროს.  ოქროს ან ვერცხლის მედალოსნებმა