ISIE-ის და IESEC-ის თანამშრომლობის ფარგლებში გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა
ISIE-ის პიროვნული განვითარების სემინარსა და AIESEC-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: http://www.exchangeprogram.ge/
TICA სტუდენტებისთვის ონლაინ სასწავლო კურსებს აცხადებს
ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (TICA) სტუდენტებისთვის აცხადებს ონლაინ სასწავლო კურსებს ექვს სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის არის საკმარისობის ეკონომიკის ფილოსოფია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სასურსათო უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი საკითხები, ბიო-ცირკულარული მწვანე ეკონომიკის მოდელი და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ვრცლად https://bit.ly/40tzWAO
IBSU-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები სსფ-ის წარმომადგენელთან და სებ-ის პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრნენ
IBSU-ს ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, თეა კბილცეცხლაშვილი, და ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით, ნინო ჯოჯუა, IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე, რომელსაც სავალუტო ფონდის (სსფ) წარმომადგენელი, სელიმ ჩაქირი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ესწრებოდნენ, განიხილეს 2022-2023 წლებში საქართველოს ფინანსური შესაძლებლობები და გამოწვევები. თეა
IBSU-მ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა, რომელიც მიზნად ისახავს წიგნიერების და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წაიკითხეს ამონარიდები სხვადასხვა ცნობილი მწერლების შემოქმედებიდან, მათ შორის გიორგი ლეონიძის, გელა ჩარკვიანის, ნინო ხარატიშვილის, ლადო ასათიანის, ჯონ დოს პასოსის