IBSU-ში მე-3 მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-3 მულტიდისციპლინურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა. კონფერენციაში
აშშ-ს საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი სტუდენტებს შეხვდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტების, ლიზი ხმალაძის, ელენე ჯინჭარაძის, მარიამ მეტრეველის და ანა ანდრიაშვილის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კონკურსები და დაფინანსებები“, რომელსაც უძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების
რიამ ჩაარის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა
2024 წლის 9 ივლისს, 16:00 საათზე გაიმართება რიამ ჩაარის სადისერტაციო ნაშრომის „ინგლისური ენის გაძლიერებული პროგრამის გავლენა დაწყებითი და საბაზო განათლების საფეხურების ნიჭიერი მოსწავლეების წერითი უნარის განვითარებაზე (დოჰას კერძო სკოლის მაგალითი)“ საჯარო დაცვა. IBSU-ს საკონფერენციო ოთახი კორპუსი A, N 101. დისერტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ
სტიპენდია დოქტორანტებისთვის
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად დოქტორანტებისთვის აცხადებს კონკურსს ორთვიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას. ვრცლად სტიპენდიის შესახებ იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
შეხვედრა ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებთან
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის სკოლის დეკანს, ნუნო რიბეიროს და ამავე უნივერსიტეტის ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის დირექტორს, ჟოზე ედუარდო ფერნანდესს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანს, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს, პროგრამების ხელმძღვანელებსა
IBSU-ში იდეათონი – “ცვლილებები ციფრული განათლებისთვის” გაიმართა
IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში გაიმართა ორდღიანი იდეათონი – “ცვლილებები ციფრული განათლებისთვის.” იდეათონის მონაწილეებმა იმუშავეს განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც კავშირშია ტექნოლოგიებთან და წარადგინეს ინოვაციური იდეები მოცემული გამოწვევების აღმოსაფხვრელად. ორდღიანი იდეათონის ფარგლებში, შერჩეული სტუდენტური გუნდები შეხვდნენ განათლების, სტარტაპის, ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტებს, რომლებმაც მენტორობა გაუწიეს თავიანთი
ბიზნესის სკოლის დეკანი სტუდენტებს შეხვდა
IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანი, დარა აჰმედი და მარკეტინგის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, არიან მათინი ბიზნესის სკოლის დამამთავრებელი საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს შეხვდნენ და უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები გააცნეს. შეხვედრაზე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ სამაგისტრო პროგრამებს და ახალი ტიპის დაფინანსებას.
IPN – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) კარიერის დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, IBSU-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ბაზარზე არსებული 30-მდე წამყვანი კომპანია ესწრებოდა. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/804046-shavi-zgvis-saertashoriso-universitetshi-dasakmebis-porumi-gaimarta
IBSU-მ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მემორანდუმი გააფორმეს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი IBSU-ს რექტორმა, კახა შენგელიამ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ქეთევან ბეთლემიძემ მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს დაეხმარება
ბიზნესის სკოლამ ჩესტოჰოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
IBSU-ს ბიზნესის სკოლამ ჩესტოჰოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა, მათ შორის პროფესორ სებასტიან კოტს, რომელიც პოლონური ჟურნალის "მენეჯმენტის კვლევები" მთავარი რედაქტორია. პროდუქტიულ შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო კოლაბორაციის პერსპექტივებზე კვლევის და IBSU-ს ბიზნესის ჟურნალის განვითარების მიმართულებით. ასევე, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები.