კომპიუტერული მეცნიერება - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომპიუტერული მეცნიერება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

მოკლე აღწერა

კომპიუტერული მეცინერების სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვლევითი გარემოს შექმნას. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ თანამედროვე განათლება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. პროგრამის აკადემიური პერსონალი სრულყოფისა და განვითარების უზრუნველყოფის პარალელურად მუდმივად განაგრძობს პროფესიულ განვითარებასა და კვლევით მოღვაწეობას შესაბამის სფეროში. ჩვენი მისიაა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები და ხელი შევუწყოთ იდეების ჩამოყალიბებას, რომლებიც შექმნიან თანამედროვე სამყაროს ახალ სტანდარტებს.

ძლიერი მხარეები

წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ და გავაძლიერეთ ისეთი დისციპლინების სწავლება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული გრაფიკა, სისტემები და ციფრული ბიბლიოთეკა. ამავდროულად, შევინარჩუნეთ სიღრმისეული ცოდნა ტრადიციულ სფეროებში, როგორიცაა თეორია, პროგრამირების ენები და მეცნიერული გამოთვლა. ჩვენი სადოქტორო პროგრამა შექმნილია მათთვის, ვინც ისწრაფვის აკადემიური კარიერისკენ.

კარიერული შესაძლებლობები

კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის კარიერული შესაძლებლობები შეიძლება შემდეგ კატერგორიებად დაიყოს:

  1. კვლევა კორპორაციებსა და უნივერსიტეტების ლაბორატორიებში;
  2. პროდუქტის განვითარება;
  3. სადოქტორო კვლევის საფუძველზე კომპანიის დაარსება;
  4. აკადემიური კარიერა – უნივერსიტეტის დონეზე კვლევა/სწავლება;
  5. აკადემიური კარიერა – უნივერსიტეტში საბაკალვრო პროგრამაზე სწავლება;

პროგრამაზე დაშვები წინაპირობები

საქართველოს მოქალაქე დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  1. ინფორმაცია საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ (რეზიუმე);
  2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში;
  3. ინგლისურ ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება;
  4. საკვლევი თემის პროექტი ინგლისურ ენაზე;
  5. გასაუბრება;
  6. ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვთ დამთავრებული უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ან აქვთ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE).

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: www.iro.ibsu.edu.ge

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის:  3540 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის:  9900 ლარი

თუ ხარ IBSU– დოქტორანტი, სადოქტორო პროგრამაზე ისწავლი უფასოდ, თუ წარმოადგენს ერთ-ერთ შემდეგ სერტიფიკატს:

  • GMAT-ის მინიმალური ქულა 550 – ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამისათვის;
  • IELTS-ის მინიმალური ქულა5, CAE, CPE – ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო და განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამებისათვის;
  • GRE-ის მინიმალური ქულა 155 – კომპიუტერული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამისათვის.

 

სპეციალური მოთხოვნ

ზემოაღნიშნული სერტიფიკატებიდან რომელიმეს ფლობის შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა მიმართო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის კვირის ბოლომდე  არ წარადგენ სასურველ განაცხადს, ავტომატურად კარგავ შესაბამისი სემესტრში შეღავათით სარგებლობის უფლებას.

 

აკრედიტაცია

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს №50943 გადაწყვეტილების მიხედვით პროგრამა აკრედიტირებულია 31/01/2028 წლამდე.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები:  3 წელი, 180 ECTS

 

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. პროგრამის კოორდინატორი: პროფ.დოქტ. ირაკლი როდონაია
  2. პროგრამის თანახელმძღვანელები: დოქტ. ბესიკ დუნდუა, დოქტ. მარინა რაზმაძე
  3. ტელ: (995 32) 259 55 05/06/07 (151)
  4. ელ-ფოსტა:  graduateschool@ibsu.edu.ge