[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი)

ბიზნესის სკოლა

მოკლე აღწერა

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბიზნესის მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნაბიზნესის მართვის სფეროებში. მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა გარდა თეორიული კურსებისა, მოიცავს ინტერაქტიურ სემინარებსა და ტრენინგებს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ მუშაობას, რის შედეგადაც მაგისტრს გაუადვილდება როგორც ბიზნესის მართვის სფეროში არსებული თეორიული პრობლემების ანალიზი, ისე რეალურ ბიზნეს-სიტუაცებში გარკვევა და მათი მართვა. სწავლების პროცესში გაითვალისწინებულია სტუდენტების მისწრაფებები და სურვილები, ბიზნესის და ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ტენდენციები და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.

პროგრამის ამოცანაა მაქსიმალურად დაუახლოვოს სტუდენტი პრაქტიკას, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში სტაჟირებებით, ასევე პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. ამ მიზნით პროგრამაში სხვა ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებულია ურთიერთობები ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ძლიერი მხარეები

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სიძლიერე გამოხატულია სლოგანით „საერთაშორისო განათლება, საერთაშორისო დასაქმება“. პროგრამის მისია არის უზრუნველყოს მოტივირებული სტუდენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების უმაღლესი ხარისხით. ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ კადრებსა და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით; ბაზარზე ორიენტირებულ კურიკულუმს პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლებით;  მოხერხებულ განრიგსა და შეზღუდული უნარების მქონე პირთა მხარდაჭერას.

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტი მომავალ კოლეგებთან საზღვარგარეთ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე. ადვილად აღიარებადი საკრედიტო სისტემისა და მორგებადი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრი გაატარონ განსხვავებულ გარემოში და გაიღრმავონ მათ მიერ არჩეული პროფესია.

დასაქმება

მენეჯმენტში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების შესაძლებლობა როგორც ლიდერი, მაღალი რანგის მენეჯერი ან აღმასრულებელი დირექტორი, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო  სამართლის იურიდიულ პირებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საბაზრო ეკონომიკასა და კონკურენციის პირობებში. სტუდენტებს ასევე შეეძლებათ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

მიღება  

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება;
  • უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება;

გაითვალისწინეთ!

  • განმცხადებლები, რომლებსაც აქვთ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან;
  • უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე არმყოფი კანდიდატებისათვის, სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოც(ებ)ის ჩატარება შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ რეჟიმში;
  • თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA;
  • გამოცდ(ებ)ი სპეციალობაში ტარდება პროგრამის განხორციელების ენაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • აპლიკაციის ფორმა
  • 2 ფოტოსურათი (3X4) (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლები, ან შესაბამისიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესამაბისი ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლების სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო);
  • უმაღლესი განათლების უცხო ქვეყნაში მიღების შემთხვევაში, დიპლომისა და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანები და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • საიდენტიფიკაციო ბარათის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი/უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი და დანართი (არსებობის შემთხვევაში);
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: 
www.iro.ibsu.edu.ge
მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების  მაგისტრი მენეჯმენტში.
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS

 

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის: 4500 ლარი

შენიშვნა: თუ რეგისტრაციას გაივლით 20-31 აგვისტოს და ხელშეკრულებას გააფორმებთ 11-16 სექტემბერს, ისარგებლებთ 30%_იანი ფასდაკლებით.
თუ რეგისტრაციას გაივლით 11-18 სექტემბერს და ხელშეკრულებას გააფორმებთ 25-27 სექტემბერს, ისარგებლებთ 15%_იანი ფასდაკლებით
დეტალები იხილეთ ლინკზე

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 9900 ლარი

 

შეღავათები

თუ უკვე მოიპოვეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლება, სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციის პერიოდში ჩარიცხვის შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

უკრაინის მოქალაქეებისთვის:

უკრაინის მოქალაქე სწავლის საფასურის შეღავათის სახით მიიღებს 50%-იან შეღავათს,  პროგრამით განსაზღვრულ სწავლის პერიოდში. (ბაკალავრიატზე  – 4 წელი, მაგისტრატურაზე – 2 წელი, დოქტორანტურაზე – 3 წელი).

შეღავათი შეეხება:

ა) სტუდენტებს, ვინც 2022 – 2023 წლიდან ჩაირიცხება;

ბ) სტატუს აღდგენილებს:

გ) მობილობით გადმოსულებს.

სტატუსის აღდგენისა და მობილობის წესით გადმოსვლის შემთხვევაში, შეღავათს გამოიყენებს უნივერსიტეტის შიდა გრანტის გამოყენების წესის მიხედვით (სემესტრში 30 კრედიტი, პროგრამით განსაზღვრული დარჩენილი პერიოდი).

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა:  tamarmshvidobadze@ibsu.edu.ge
ტელ: (+995 32) 2800064

პროგრამის კოორდინატორი: ასოც.პროფ.დოქტ. მაკა ბუღულაშვილი