...
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ბიზნეს ადმინისტრირება – მარკეტინგი (ქართულენოვანი)

ბიზნესის სკოლა

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ ბიზნეს-პროცესებისა და მარკეტინგული საქმიანობის წარმართვა როგორც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, ასევე ნებისმიერი სახის  ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოში.   პროგრამის მიზანია აგრეთვე სტუდენტებმა შეიძინონ  მარკეტინგული საქმიანობის მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი ცოდნა და პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს ბაზრის მოთხოვნებთან ორგანიზაციის ინტერესების შეთანაწყობას.

დასაქმების სფერო

მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნისა და უნარების დახმარებით, კურსდამთავრებულის დასაქმების სფერო  საკმაოდ ფართოა, ამიტომ  მას საშუალება ექნება, დასაქმდეს ეკონომიკის სხვადასხვა დარგისა და ბიზნესის ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სახელმწიფო, კერძო და არაკომერციულ ორგანიზაციებში, რომლებსაც სჭირდებათ პროფესიონალები მარკეტინგული საქმიანობის სფეროში. კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში როგორც ბიზნესის ადმინისტრირების, ისე სხვა პროფილით, შესაბამისი წინაპირობებისა და არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). მესამე ჩასაბარებელი საგანია მათემატიკა ან ისტორია.

საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/en/page/admissions).

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის:  4590 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მარკეტინგში
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების მოცულობაა 240 კრედიტი, მათ შორისაა: აკადემიური წერა – 5 კრედიტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები – 5 კრედიტი, უცხო ენა – 15 კრედიტი, ბიზნესის ადმინისტრირების და მარკეტინგის სავალდებული საგნები – 123 კრედიტი, ბიზნესის და მარკეტინგის არჩევითი საგნები – არანაკლებ 27 კრედიტი, თავისუფალი (მათ შორის დამატებითი სპეციალობის) საგნები – 65 კრედიტი.  საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტი განაწილებულია ოთხი აკადემიური წლის, რვა სემესტრის განმავლობაში. თითოეულ სემესტრში სტუდენტის მიერ ასაღები კრედიტების მოცულობაა 30 კრედიტი.

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: ნია თოდუა
ელფოსტა:  ntodua@ibsu.edu.ge
ტელეფონი: (+995 32) 2800 064 (ext.186)
ოთახი:  A306

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.