[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ისტორია

ბიზნესის სკოლა

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი წარმოადგენს პირველ ფაკულტეტს, რომელიც დაარსდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე 1995 წელს. ფაკულტეტი დაარსების დღიდანვე სთავაზობდა სტუდენტებს ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზრებზე. ჩვენს კურსდამთავრებულებს გააჩნიათ ყველა ის აუცილებელი უნარ-ჩვევა, რაც ხდით მათ კონკურენტუნარიანებსა და მოთხოვნად კადრებს დამსაქმებელთათვის.

დღესდღეობით ჩვენს ფაკულტეტზე სწავლობს 167 ბაკალავრი, მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტი. ათზე მეტი კვალიფიცირებული უცხოელი 4 ქვეყნიდან პროფესორი ატარებს ლექციებსა და სემინარებს. ფაკულტეტის ადმინისტრაციის 10 თანამშრომელი ყოველთვის მზადაა სტუდენტების დასახმარებლად.

“პროგრამები”, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი სთავაზობს სტუდენტებს ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მომზადებულია წამყვანი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების პროგრამების შესაბამისად. სწავლების ენებია ქართული და ინგლისური, რაც საშუალებას იძლევა მოვამზადოთ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუდენტები სწავლების სამივე საფეხურზე: საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკა, ინდუსტრიულ მენეჯმენტსა და ტექნოლოგიებში სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებებში, სადოქტორო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებებში.საბაკალავრო პროგრამის ზანგრძლივობაა 4 წელი, სამაგისტრო პროგრამა – 2 წელი, სადოქტორო პროგრამა 3 წელი.

“აკადემიური აქტივობები” ფაკულტეტი ყოველწლიურად ატარებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა სტუდენტური კონკურსები, სხვადასხვა წამყვანი კომპანიების ლიდერთა სემინარები, სტაჟირებები და სხვა ფაკულტეტის ფარგლებში წელიწადში ორჯერ იბეჭდება სამეცნიერო ჟურნალი ტექნიკურ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში.

“საერთაშორისო პროექტები” ფაკულტეტი ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, როგორიცაა DAAD – Program University – Business – Partnerships პროგრამა, Erasmus+ Project და სხვა.

“გაცვლითი და ორმაგი დიპლომის პროგრამები” ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ გაცვლით პროგრამებს ამერიკის, ევროპისა და აზიის უნივერსიტეტებში. 2015/2016 აკადემიური წლიდან სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ ერასმუსის მობილობის პროგრამებში, რომელთა ფარგლებშიც ხდება სწავლის სრული დაფინანსება.

“კარიერული შესაძლებლობები” კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან დასაქმების ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობითა და დასაქმების მაღალი ხარისხით. ისინი იკავებენ წამყვან პოზიციებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებში. ისინი ასევე აგრძელებენ სწავლას უცხოეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. ჩვენს კურსდამთავრებულთა შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად ეწვიეთ კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ფეისბუქის გვერდს.