[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ექსპერიმენტულ მედია-პროექტი IBSU-ს სტუდენტებისთვის!

ბიზნესის სკოლა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს!

  • გინდათ მოსინჯოთ თქვენი შესაძლებლობები ბიზნეს ჟურნალისტიკაში?
  • გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც ქმნიან ბიზნეს და ეკონომიკურ ახალ ამბებს?
  • გინდათ ისწავლოთ ბიზნეს და ეკონომიკური ამბის მომზადება?

მაშინ უნდა ჩაერთო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის (rsf.ge) ექსპერიმენტულ მედია-პროექტში.

 

ფონდთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გთავაზობთ ექსპერიმენტულ მედია-პროექტში მონაწილეობას, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური ჟურნალისტიკის  სფეროში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლენას და შემდგომი პრაქტიკული გამოცდილების შეძენას.

პროექტში ჩართულ სტუდენტს უნდა შეეძლოს საინტერესო იდეების გენერირება, შესაბამისი ინფორმაციის ანალიზი, მომხმარებლისთვის საინტერესო მასალის წერილობითი ან/და ვიზუალური ფორმით გადმოცემა.

პროექტი გულისხმობს საცდელი მედია პროდუქტების  (სტატია, სიუჟეტი, ანალიტიკური მასალა,  გადაცემის ფორმატი და ა.შ.) შექმნას, რომელიც ფონდის მხრიდან პირველადი შერჩევის შემდეგ გადაეცემა ფონდის ექსკლუზიურ პარტნიორს, ბიზნესისა და ეკონომიკის მედია სფეროში წამყვან კომპანიას „ბიემჯი“.

სტუდენტების მიერ შექმნილი საცდელი ნამუშევრები შეფასდება შესრულების ხარისხით, ინოვაციურობით, ორიგინალურობით, პრაქტიკული გამოყენების პოტენციალით. შერჩევის შედეგად გამოვლენილი სტუდენტები მიიღებენ ერთჯერად ფულად ანაზღაურებას ან დასაქმდებიან ბიემჯი-ში მათი უნარების შესატყვის პოზიციაზე (6 თვემდე საცდელი ვადით).

დაინტერესებული პირები დაუკავშირდით ქრისტინა ლაზარიდს: klazaridi@ibsu.edu.ge