[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის “კემპი” მე-5 ნაკადი იწყება 

ბიზნესის სკოლა

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – “კემპი” მე-5 ნაკადი იწყება.

თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, ეკონომიკა და საინვესტიციო საბანკო საქმიანობა, პროგრამა შენთვისაა.

წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს სტაჟიორის, ან შტატიანი თანამშრომლის სტატუსით, ჩვენს გუნდს შემოუერთდე. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის აქციების მფლობელი გახდები.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართება 30 ნოემბერს, ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით. რეგისტრაციის შემდეგ მეილზე მიიღებ შეხვედრის ბმულს.

შეხვედრის შემდეგ მიიღებ დავალებას – ქეისს, რომელიც 15 დეკემბრამდე ინდივიდუალურად უნდა დაამუშავო.

ჩვენი ჟიურის წევრები შეარჩევენ შემდეგ ეტაპზე გადასულ სტუდენტებს, რომლებიც 20 დეკემბერს წარადგენენ პრეზენტაციას.

წარდგენილი პრეზენტაციების შემდეგ შეირჩევიან ფინალისტები.

ფინალური ეტაპი გაიმართება ქალაქგარეთ, ფინალური გამოცდების დასრულების შემდეგ. ფინალისტ გუნდებს ადგილზე დავაკომპლექტებთ და ჯგუფურ დავალებაზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებ.

დარეგისტრირდი: https://rb.gy/tjiqaz