[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ტურიზმის პროგრამის სტუდენტები ველნეს კურორტ “ბიოლის” ესტუმრნენ

ბიზნესის სკოლა

ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია-ტური სამედიცინო გამაჯანსაღებელ კურორტზე “ბიოლი”, რომელიც კოჯორში მდებარეობს.

სტუდენტებმა მოინახულეს კურორტის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სივრცე: ბიოლი ჰოლი, ბიოლი ლაუნჯი, პრემიუმ და გრანდ-პრემიუმ კოტეჯები.

ველნეს ცენტრში დაათვალიერეს საპროცედურო ოთახები მრავალფეროვანი სერვისებისთვის. ასევე, შეხვდნენ ბიოლის ფიტოთერაპევტს, რომელიც სტუდენტებს მცენარეების და მათი ნაყენების სამკურნალო თვისებებზე ესაუბრა. სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.