[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამებმა შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღეს

ბიზნესის სკოლა

IBSU-ს ტურიზმის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს მიენიჭათ სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით (მომდევნო კლასტერული აკრედიტაციის ვადამდე).

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელის, ეკა დევიძის განცხადებით, აღნიშნულ პროგრამებში ცვლილებები განხორციელდა ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის, ტურიზმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის და აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების და კრიტერიუმების გათვალისწინებით; ასევე, ტურიზმის მიმართულების აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტების, კურსდამთავრებულების, პრაქტიკის განმახორციელებელი ობიექტების წარმომადგენლებისა და პოტენციური დამსაქმებლების აქტიური ჩართულობით.

ტურიზმის პროგრამები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2010 წლიდან ფუნქციონირებს.