[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებაში

ბიზნესის სკოლა

ტრენერი : თამარ კილაძე

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.მუშაობდა ადმინისტრატორად კომპანიაში „ქართული წინდა“.არის მოხალისე IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.იყო ერთ-ერთი ტრენერი კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის კვირეულში.მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებში.

ტრენერი : დიმიტრი ზარქუა
კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.უმცროსი პროგრამისტი და მონაცემთა ბაზის დეველოპერი ორი წლის გამოცდილებით ახალ მონაცემთა ბაზებსა და კომპიუტერული მეცნიერებაში.წარმატებით მონაწილეობდა GeoLab-ის მიერ ორგანიზებულ ვებ-დეველოპმენტის კვირეულში,Technopark-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამირების კვირეულსა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის კვირეულში.

კურსის აღწერა

მოცემულ კურსზე რეგისტრაცია დასრულებულია სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობის შევსების გამო.

კურსის მიზანი

კურსი განიხილავს კომპიუტერული მეცნიერების არსს, კომპიუტერულ ტექნიკასა და პროგრამულ უზრუნველყოფას, ალგორითმების სტრუქტურას, ფუნქციებსა და პროცედურებს. ეს არის გაცნობითი კურსი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის კომპიუტერის შესახებ ყველანაირი ცოდნის მიწოდებას.

საგანი მოიცავს

  • კომპიუტერული მეცნიერებისა და ზოგადად მეცნიერების მნიშვნელობის გაგებას
  • ცოდნას ალგორითმების სტრუქტურის,ფუნქციებისა და პროცედურების შესახებ
  • პროგრამული უზრუნველყოფის გააზრება და მისი დამოკიდებულება აპარატურასთან
  • ხელოვნური ინტელექტის პრინციპების ცოდნა
  • კომპიუტერული ეთიკის გაგება

სწავლების ენა

ქართული

სამიზნე ჯგუფი

კურსში მონაწილეობის საშუალება აქვთ დაინტერებულ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

გადასახადი

უფასო