[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-მ ბიზნეს გეგმების შეჯიბრს უმასპინძლა

ბიზნესის სკოლა

2024 წლის 18 და 19 იანვარს, ბიზნესის სკოლის ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სავალდებულო საგნის „BUS111 ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები“-ს კურსის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეთვრამეტე, ყოველწლიური პროექტი “ბიზნეს გეგმების შეჯიბრი.”

სტუდენტებმა, საგნის ლექტორისა და პროექტის კოორდინატორის, პროფესორი, დოქტორის, თეა კბილცეცხლაშვილის ხელმძღვანელობით 6 კვირის განმავლობაში ჩამოაყალიბეს და განავითარეს საკუთარი ბიზნეს იდეები და წარუდგინეს ჟიურის, რომლის წევრებიც იყვნენ სტარტაპის დამფუძნებლები, IBSU-ს წარმატებული კურსდამთავრებულები (რომლებმაც წარმატებით განახორციელეს საკუთარი ბიზნეს იდეები და ფლობენ კომპანიებს):

1. ედვარდ მკრტიჩიან -ტურიზმის ინდუსტრიაში საუკეთესო მეწარმე, 2022 (მოიპოვა ევროკავშირისა და “აწარმოე საქართველო”-ს გრანტები);

2. დავით ბერუჯანიანი – ბერუჯა ჰოლდინგის მფლობელი ამსტერდამსა და საქართველოში;

3. მარიამ ლებანიძე – “ლორუკა”-ს მფლობელი, რაც მოიაზრებს რაჭული ლორის წარმოებას ძველი ტრადიციული მეთოდით

4. ნია ხაჭაპურიძე – რომელიც ფლობს სასტუმროს “ბოკნეთი” მაღალმთიან რეგიონში და მოპოვებული აქვს სამი გრანტი; სასტუმროს აქვს CENN-ის მხარდაჭერა და მათი მწვანე კონკურსის გამარჯვებულია;

ჟიურიმ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით გამოავლინა საუკეთესო მონაწილე გუნდები საუკეთესო ბიზნეს იდეითა და ბიზნეს გეგმით. პროექტში მონაწილეობდა 20 გუნდი;

შეჯიბრში მონაწილე თითოეულ გუნდს გადაეცა პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულ გუნდებს სერტიფიკატები და ბიზნეს ლიტერატურა.