[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს ბიზნესის სკოლის სტუდენტები პარლამენტს ეწვივნენ

ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.

ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში სტუდენტები დაესწრნენ სხდომას და შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მთავარ სპეციალისტებს.

ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას აძლევს მათ, გაეცნონ საჯარო სექტორს, არსებულ გამოწვევებს  და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

,,მსგავსი ვიზიტები სტუდენტებს ეხმარება საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული, ფუნდამენტური საკითხების შესწავლაში და  პრაქტიკული უნარების  განვითარებაში.  რაც ხელს უწყობს მათ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების  შესწავლაში, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესახებ სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში.” – განაცხადა ასოც. პროფესორ დოქტორმა იაშა მურვანიძემ.