[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ბიზნესის სკოლა

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ჰოლიდეი ინნ-ში მონაწილეობა მიიღეს დასაქმების ფორუმში, როგორც ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობა”-ს მოხალისეებმა.
 ფორუმის პარალელურად გაიმართა საინფორმაციო სესიები: ,,ხელმისაწვდომი დასაქმების პოლიტიკა, რა სურს დამსაქმებელს და რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს, ეფექტური სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს შედგენა”.
 ფორუმზე წარმოდგენილი იყო 30-მდე, სხვადასხვა სფეროში მომუშავე, კომპანია/ორგანიზაცია/Think Tank. აღნიშნული ა.შ.შ. მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციიის ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა.