[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის “ბუნების მეგობრები” პრეზენტაცია

Loading Events
  • This event has passed.

22

აპრ

ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის “ბუნების მეგობრები” პრეზენტაცია

აპრ 22 @ 5:00 PM - 6:00 PM

22 აპრილს, 17:00 საათზე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის “ბუნების მეგობრები” პრეზენტაცია გაიმართება.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი და უწყების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

პრეზენტაციას გახსნის სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შამათავა, რომლის მხატვრული ტექსტი “ჩემი აფხაზური ნაძვის ხე – გზა შინისკენ!” დაბეჭდილია ჟურნალის პირველ ნომერში.

საერთაშორისო ჟურნალი “ბუნების მეგობრები” მოიცავს ბუნების და ეკოლოგიის თემაზე თანამედროვე მწერლების სხვადასხვა სახის ლიტერატურულ-შემეცნებით ტექსტებს და ის პირველი ლიტერატურული ალმანახია, რომელიც დედამიწის დაცვას ეᲫღვნება. გამოცემას გარემოსა და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

ალმანახის რედაქტორია პოეტი მადონა დვალი; სპონსორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

📌 IBSU ბიბლიოთეკა