სეზონური სკოლების დახურვა
სეზონური სკოლების დახურვა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სეზონური სკოლების დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, სადაც დაჯილდოვდებიან სეზონური სკოლების ტრენერები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სეზონური სკოლების დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, სადაც დაჯილდოვდებიან სეზონური სკოლების ტრენერები.
შემოუერთდი IBSU Summer Camp-ს და გაეცანი შენთვის სასურველ პროგრამას, ჩაერთე სახალისო აქტივობებში და შეიძინე ახალი მეგობრები. ჩვენი სტუდენტ-ტრენერები მაქსიმალურად დაგეხმარებიან დროის საუკეთესოდ გატარებასა და ახალი უნარ-ჩვევების შეძენაში. საფინალო დღეს გაიმართება ბანაკის დახურვის ცერემონია, სადაც ბენდთან და დიჯეისთან ერთად უამრავი სიურპრიზი […]
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყოველ წელს, ტრადიციულად იმართება უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურისა და პუბლიკაციების პრეზენტაცია. გაცნობებთ, რომ 2023 წლის 4 ივლისს, 3 საათზე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში გაიმართება IBSU-ს მიერ გამოცემული პუბლიკაციების (წიგნები, ჟურნალები, ბროშურები, საკონფერენციო მასალები) პრეზენტაცია.
6 ივლისს 11:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადმინისტრაციული აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდება „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება "ჰორიზონტი ევროპას" ჩარჩო პროგრამის ზოგადი მიმოხილვა, მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA), მონაწილეობის გაფართოების შესაძლებლობები (Widening) და სამართლებრივი და ფინანსური საკითხების განხილვა. 📍 A101
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შეკრება 7 ივლისს 19:00 საათზე ბილტმორ თბილისში გაიმართება.
🎉 15 ივლისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართება. საღამოს 20:00 საათიდან დაიწყება 4D Monster Lobsters-ის კონცერტი, შემდეგ კი საღამოს DJ გააგრძელებს. 📍 კამპუსის ეზო