[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

გარე მობილობა იბსუში

13.02.2020

შპსშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ!

–  მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზეhttps://students.emis.ge/ რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 22 იანვრიდან  2020 წლის 5 თებერვლის 18:00საათამდე

– პორტალზე მობილობით გადმოსვლის პროცესის დადასტურების შემდეგ მობილობის მსურველი რეგისტრაციისთვის უნდა გამოცხადდეს შზსუ-ში 2020 წლის 27 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1 – განცხადება (ივსება შზსუ-ში);

2 – დოკუმენტ(ებ)ის ასლი/ასლები რომელიც არეგულირებს სტუდენტურ სტატუსს (მაგ. ჩარიცხვის/აღდგენის/სტასტუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის აქტი);

3 – უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი (სასწავლო კომპონენტების კრედიტების რაოდენობისა და შეფასების მითითებით);

4 – პირის საიდენტიფიკაციო ბარათის (ID) ასლი;

5 – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან უმაღლესი განათლების წინა საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

6 – ორი ფოტოსურათი (3X4), (ნაბეჭდი და ელექტრონულ მატარებელზე);

7 – მამრობითი სქესის სტუდენტებისათვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

მობილობის წესით ჩასარიცხმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში.

ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლებით სარგებლობისას, სტუდენტი ვალდებულია დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონე.

ამ მიზნით შესაბამისი დონეებია:

ა) ბაკალავრიატის პირველ სემესტრში ჩარიცხვის მიზნით, სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე ქულათა ის რაოდენობა, რაც განსაზღვრულია მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამის სასწავლო წელს. (50%+1) ან (60%+1)

ბ) ბაკალავრიატის მეორე სემესტრში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B1 დონე;

გ) ბაკალავრიატის მე-3-მე-5 სემესტრებში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე;

გ) სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტმა უნდა დაადასტუროს  ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე;

დ) სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტმა პროგრამაზე დაშვების წინაპირობიდან გამომდინარე უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2/C1 დონე.

მოთხოვნილი დონის დადასტურების მიზნით, სტუდენტმა შესაძლებელია: ა) წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) ჩააბაროს შზსუ-ს მიერ დანიშნული ინგლისური ენის გამოცდა; გ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან ამავე დონეზე გაიარა სასწავლო კომპონენტი ინგლისურ ენაზე, რომლის სწავლის შედეგები გადის B2/C1 დონეზე: დ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მას ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული წინა საფეხურის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან).

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება სწავლის განსხვავებული საფასური. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შზსუ-ს ვებ-გვერდზე.

მობილობის წესით ჩასარიცხი პირები შპსშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გამოცხადნენ არაუგვიანეს 2020 წლის 19 თებერვლის 15:00 საათამდე შეთავაზებული პირობების თაობაზე წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გასაფორმებლად.

სტუდენტი ადგენს განცხადებას, რითაც ადასტურებს რომ ეთანხმება შედარების აქტში მოცემულ ინფორმაციას კრედიტების აღიარების შესახებ და მის სურვილს რომ სწავლა გააგრძელოს შზსუ-ში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ან შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს.

ტელეფონი: 032 2595005/06, შიდა (132); ელ. ფოსტა contact@ibsu.edu.ge

მისამართი: თბილისი, 0131, დ. აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ, #2