[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ანი სანიკიძე

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

‘მე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ!”- ამ სიტყვებს ყოველთვის დიდი სიამაყითა და ენთუზიაზმით წარმოვთქვამ, რადგან აქ სწავლა საუკეთესო საშუალებაა საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებისა და გაუმჯობესებისთვის… შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ უნივერსიტეტი მთავაზობდა უამრავ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას და საზღვრებს გარეთ სულ სხვა გარემოსა და პირობებში საკუთარი თავის გამოცდის საშუალებას… და მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ არჩევანში ნამდვილად არ შევცმდარვარ. დიდი მონდომებისა და უნივერსიტეტის ხელშეწყობის შემდეგ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ექვსი თვის განმავლობაში ვსწავლობდი ლიტვაში, ვილნიუსში – მიკოლას რომერის უნივერსიტეტში. გაცვლითი პროგრამის დამსახურებაა, რომ დღეს მე უფრო მეტად თავდაჯერებული, მონდომებული და მოტივირებული ვარ… ვინმე თუ მკითხავს, როგორი იყო ვილნიუსში გატარებული ნახევარი წელიწადი, მოკლე პასუხს არ დავჯერდები, ღრმად ჩავისუნთქავ და დიდი მონდომებით დავიწყებ: შრომატევადი, საინტერესო, სახალისო და პოზიტიური ემოციებით სავსე. როდესაც ვილნიუსში ჩავედი, ცოტა არ იყოს დავიბენი… უცხო ხალხი, უცხო გარემო, ფიქრი იმაზე თუ როგორ მოვახერხებ ამ ყველაფერთან შეგუებას, როგორი იქნება დამოუკიდებლად გატარებული ექვსი თვე, მაგრამ სტუდენტურ საცხოვრებელში მივედი თუ არა კითხვებს მოულოდნელად გაეცა პასუხი… დამხვდა მეგობრული, მულტიკულტურული და მხიარული გარემო. ალბათ გაგიკვირდებათ, როცა ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის ახალი არ იყო, რადგან იბსუში მოხვედრისას ანალოგიური გარემო გხვდებათ. მიკოლას რომერის უნივერსიტეტში სწავლა საკმაოდ შრომატევადი, რთული და ამავე დროს სასიამოვნო იყო… იმისათვის, რომ ამ უნივერსიტეტში სასურველ შედეგს მიმეღწია ბევრი შრომა მიწევდა, მაგრამ უამრავი გასართობი ექსკურსიები და დაგეგმილი ღონისძიებები მოწყენის და დაღლის საშუალებას არ მაძლევდა. სემესტრის განმავლობაში ბევრი რამ შევიტყვე მათი კულტურისა და წარმომავლობის შესახებ… მეც ბევრი რამ გავაცანი ახალ ლექტორებსა და მეგობრებს ჩემი ქვეყნის შესახებ, რაც ხელს უწყობდა ჩვენს დაახლოებას. ექსკურსიები დატვირთული იყო უამრავი ისტორიული და კონტრასტული ადგილებით, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. საბოლოოდ გაცვლითმა პროგრამამ მომცა დამოუკიდებლად ცხოვრების დიდი გამოცდილება, გამიღრმავა ცოდნა ჩემს საქმიანობაში და როგორც აღვნიშნე საქართველოში უფრო მეტად თადაჯერებული, მოტივირებული და მონდომებული დავბრუნდი… ყველა აბიტურიენტის საყურადღებოდ!!! თუ თქვენი მიზანია იყოთ წარმატებული და პროფესიონალი საკუთარ საქმიანობაში, მაშინ გეტყვით, რომ იბსუ თქვენ გელოდებათ… გისურვებთ წარმატებებს!