საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება |
სამართალმცოდნეობა |
პროგრამის ხელმძღვანელი | ვახტანგ ზაალიშვილი, ასოცირებული პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებთა კანდიდატი
ტელ.: 596 555 955, ელ. ფოსტა: vzaalishvili@ibsu.edu.ge |
სწავლების საფეხური | ბაკალავრიატი (უმაღლესი განათლების I საფეხური) |
სწავლების ენა | ქართული |
საგანმანათლებლო
პროგრამის ტიპი |
აკადემიური, ძირითადი |
კრედიტების რაოდენობა | 240 კრედიტი |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია | სამართლის ბაკალავრი
Bachelor of Law |
დაშვების წინაპირობები | პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე. სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე შესაძლებელია შიდა მობილობის ან გადმოყვანის წესით (გარე მობილობა) ჩარიცხვა, კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. |
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი | სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია გააცნოს სტუდენტებს თანამედროვე სამართლის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების სოციალური ბუნება, მისი როლი და ადგილი თანამედროვე მეცნიერებათა სისტემაში, ასევე კონსტუტიციური, სისხლის, საერთაშორისო, სამოქალაქო და სამართლის სხვა მნიშვნელოვანი დარგების თეორიისა და პრაქტიკის საკითხები. სტუდენტები შეისწავლიან და გაეცნობიან სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების და საქართველოს სახელმწიფო მოწყობის საფუძვლებს, სახელმწიფო მმართველობის ფორმებს, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთქმედების პრინციპებს, საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით საყოველთაოდ აღიარებულია დამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფომ მართველობის პრინციპებს, მეთოდებს, ორგანოებს, მათსისტემასა და სახეებს, ადმინისტრაციული პროცესის განხორციელების პრაქტიკას; დანაშაულთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულაციას, დანაშაულის კონცეფციას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ცნებას; ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული კერძოსამართლებრივი ურთიერთობების ასპექტებს, ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების კრიტერიუმებს, საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეწარმეო და შრომითი ურთიერთობების სპეციფიკას; თანამედროვე საერთაშორისო სამართლის თეორიისა და პრაქტიკის საკითხებს, საერთაშორისო საჯარო, კერძო და სხვა მნიშვნელოვანი დარგების ძირითად დებულებებს. პროგრამის ამოცანაა განუვითაროს სტუდენტებს როგორც თეორეტიკოსი, ისე პრაქტიკოსი იურისტებისათვის აუცილებელი სამართლებრივი და პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს მათ შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და პირად წინსვლას; სწავლის პროცესში განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმობა იურიდიული მეცნიერებების თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლას, სამართლებრივი ინსტიტუტების საქმიანობის შესწავლას, საქართველოში მიმდინარე კანონშემოქმედებითი, სამართალგამოყენებითი პრაქტიკისა და სოციალ-ეკონომიკური პროცესების, ისტორიული, სამართლებრივი, ეთიკური და სხვა ასპექტების დეტალურ ანალიზს, ქართული სამართლისა და მოწინავე ქვეყნების სამართლებრივი სისტემების შედარებით ანალიზს, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს ჩამოყალიბდნენ მოაზროვნე სამართალმცოდნეებად და მაღალი რანგის პრაქტიკოს იურისტებად. ამასთან, უნივერსიტეტში არსებობს სამართლის კლინიკა, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის საშუალებით; სწავლის პროცესი მომავალ ბაკალავრს საშუალებას მისცემს განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები, ჩატაროს კვლევა და მონაწილეობა მიიღოს სწავლის პროცესში ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, იმიტირებული სასამართლო პროცესები და სხვ.) მიმდინარეობისას გამართულ დებატებში. საქართველოში და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენების დეტალური სამართლებრივი ანალიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდება სტუდენტისთვის სოციალურ, ეთიკურ და მორალურ ფასეულობათა პატივისცემის, ანალიტიკური აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების და კომუნიკაციის უნარების განვითარება, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის ამაღლება ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ასევე სტუდენტებისთვის ყველა პირობის შექმნა აკადემიური და კარიერული წინსვლისათვის; თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სამართლის დარგის სპეციალისტი, რომელსაც ექნება პროფესიული სფეროს ძირითადი საკითხების კომპლექსური ცოდნა, შეეძლება თეორიული საკითხებისა და პრინციპების კრიტიკული გააზრება და კონკურენტულ გარემოში საკუთარი ინტელექტუალური რესურსების რეალიზება და განვითარება; ისეთი ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მომზადება, რომელსაც ექნება სამართლის სფეროს თეორიული ცოდნა და პროფესიული პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც საფუძველია პროფესიული განვითარებისათვის, დამატებითი დარგობრივი და მულტიდისციპლინური ცოდნის მიღებისა და გაღრმავებისთვის; სტუდენტს ჩამოუყალიბოს აკადემიური პატიოსნება, სამოქალაქო პოზიცია, პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობა; სტუდენტს გამოუმუშავოს ისეთი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები, რომლებიც მას წარმატებით დასაქმების, პრაქტიკული მოღვაწეობისთვის მზადყოფნის და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საშუალებას მისცემს, ჩააბაროს შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდები. |
სწავლის შედეგები | პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გამომუშავებული აქვს შემდეგი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები:
კურსდამთავრებულს აქვს:
კერძო სამართლის მიმართულებით ეცოდინება:
საჯარო სამართლის მიმართულებით ეცოდინება:
სისხლის სამართლის მიმართულებით ეცოდინება:
საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ეცოდინება:
სამართლის საფუძვლების მიმართულებით ეცოდინება:
სამართლის ისტორიის მიმართულებით ეცოდინება:
ინგლისური ენის მიმართულებით ეცოდინება:
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: კურსდამთავრებულს გააჩნია:
სამართალშემოქმედებითი და სამართალგამოყენებითი საქმიანობისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები (ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის, რამოდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების, დაძაბულ სიტუაციაში მუშაობის, კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და სხვა უნარები). ზოგადი კომპეტენციები: დასკვნის უნარი კურსდამთავრებულს აქვს:
მისი კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე და საბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.
კომუნიკაციის უნარი კურსდამთავრებულს გააჩნია:
ვერბალური კომუნიკაცია
წერილობითი კომუნიკაცია
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლის უნარი კურსდამთავრებულს
ღირებულებები კურსდამთავრებული:
უნარი, გაითვალისწინოს სამართლიანი შენიშნვები და კრიტიკა.
სასწავლო პრაქტიკა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება როგორც შზსუ-ს სამართლის კლინიკაში, ასევე სასამართლოში, პროკურატურაში, საადვოკატო ბიუროებში, სამართლებრივ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში, მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებში, მერიაში, პარლამენტში და ა.შ. კონკრეტული შედეგების მიღწევა შესაძლებელია პრაქტიკის ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე. თუმცა არსებობს ზოგადი კომპეტენციები, რომლებსაც ყველა სტუდენტი უნდა ფლობდეს სასწავლო პრაქტიკის გავლის შეგეგად, როგორიცაა:
მომავალი კარიერული მიზნების დასახვა და კარიერული განვითარების გეგმის შემუშავება; მიღებული საუშაო გამოცდილებისა და შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევების საფუძველზე კარიერული ზრდის/წინსვლის დაჩქარების შესაძლებლობა. |
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა | პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსები და პრაქტიკული კომპონენტი ფასდება 100 ქულიანი სისტემით. შეფასების სისტემა უშვებს:
ხუთი სახის დადებით შეფასებას: 1) (A) ფრიადი – შეფასების 91 – 100 ქულა; 2) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81 – 90 ქულა; 3) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71 – 80 ქულა; 4) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61 – 70 ქულა; 5) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51 – 60 ქულა. ორი სახის უარყოფით შეფასებას: 1) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41 – 50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; 2) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, ქვემოთ მოყვანილი აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით: ა) შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში; ბ) საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51 ქულის მოგროვების შემთხვევაში. შეფასებათა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები შუალედური და დასკვნითი შეფასებებისთვის განსაზღვრულია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ აღემატება დასკვნითი შეფასების 60%-ს. შუალედური და დასკვნითი შეფასებების ქულობრივი განაწილება, მათი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შეფასების რუბრიკები გაწერილია შესაბამისი კომპონენტის სილაბუსში. |
დასაქმების სფერო | კურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფეროა:
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი სპეციალობით გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში; შესაბამის კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, არასახელმწიფო (არასამთავრობო ორგანიზაციები) სტრუქტურებში, კერძო საადვოკატო ბიუროებში. ასევე, ყველა იმ ორგანოში, სადაც არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები. |