IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ორგანიზებით 17-18 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგ-კურსი “სამართალი მოსწავლეებისთვის”.
ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში სკოლის მონაწილეებმა შეისწავლეს სამართლის დარგები და პროფესიები, სასამართლო სისტემისა და საერთაშორისო სამართლის თავისებურებები, იმსჯელეს ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე.
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები აქტიურად ასრულებდნენ სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებსაც.
აღნიშნული ტრენინგი ამ სემესტრში სამ ნაკადად გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 100-მდე სკოლის მოსწავლემ შეისწავლა სამართლის საფუძვლები. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რომლებიც IBSU-ს ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში 10%-იან გრანტს უზრუნველყოფს.
პროექტი შემდეგი სემესტრიდან განახლდება და კვლავ უმასპინძლებს სკოლის მოსწავლეებს.