[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

აზერ დილანჩიევმა ღია მეცნიერებისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერისთვის აღიარება მოიპოვა

15.11.2023

IBSU-ს მკვლევარმა აზერ დილანჩიევმა ღია მეცნიერებისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მხარდაჭერისთვის, მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო საგამომცემლო კომპანია Elsevier-გან აღიარება მოიპოვა.

2020-2022 წლებში აზერ დილანჩიევმა ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის შესახებ Elsevier-ში სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ხაზს უსვამს ღია მეცნიერების სასიცოცხლო როლს საზოგადოების წინსვლისა და მსოფლიოს აქტუალური გამოწვევების გადაჭრაში.

აზერ დილანჩიევის კვლევა პირდაპირ კავშირშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, რაც ადასტურებს უნივერსიტეტის ერთგულებას ისეთი კვლევებისადმი, რომლებიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას. კვლევა ხაზს უსვამს სამეცნიერო მიმართულებით უნივერსიტეტის მუდმივ სწრაფვას მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რაც გლობალურ სოციალურ საკითხებზე დიდ გავლენას ახდენს.

Elsevier-ის შეფასებით, აზერ დილანჩიევის კვლევა ინპირაციის წყაროა, რომელსაც შეუძლია მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში დიდი წვლილი შეიტანოს.