[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

სამეცნიერო ღონისძიება – “მეცნიერება და საზოგადოება”

13.11.2023

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ღონისძიება – “მეცნიერება და საზოგადოება”.

ღონისძება მიზნად ისახავდა მეცნიერების უახლესი განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოებას და საზოგადოების განვითარებაში მეცნიერების როლის ხაზგასმა.

ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ. შეხვედრას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი.

ღონისძიება 5 პანელისგან შედგებოდა: უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ისაუბრა მეცნიერებაში თანამედროვე ტრენდებისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების შესახებ; სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრებმა წარმოადგინეს განხორციელებული კვლევების შედეგები; მოხდა შიდა და გარე საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელებული კვლევების განხილვა და მათი მნიშვნელობის განსაზღვრა.

მეცნიერების საერთაშორისო დღე 10 ნოემბერს UNESCO-ს ეგიდით აღინიშნება.

აუდიტორიას წარედგინა აკადემიური და მოწვეული პერსონალის მიერ გამოცემული წიგნები და კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აქცენტი გაკეთდა კვლევაში ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების ნაყოფიერ ჩართულობაზე; მოხდა ასევე, მაღალრეიტინგულ ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნების გამოცდილების გაზიარება.