[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

AD Scientific Index-ის რანჟირების მიხედვით, კერძო უნივერსიტეტებს შორის IBSU მე-5 ადგილზეა

25.01.2024

AD Scientific Index-ის ბოლო 6 წლის ციტირებების ინდექსის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს 18 კერძო უნივერსიტეტს შორის IBSU მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო კერძო უნივერსიტეტებს შორის მეცნიერთა აკადემიური პროდუქტიულობის მიხედვით მე-5 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ IBSU​-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, აზერ დილანჩიევი, AD Scientific Index-ის მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, ეკონომიკის დარგში პროდუქტიულობის მხრივ მე-2 ადგილს იკავებს.

IBSU​-ს ​მიერ ხსენებული ნიშის დაკავება წარმოადგენს უნივერსიტეტის მიერ აკადემიური საქმიანობის ხელშეწყობის პოლიტიკის შედეგს.

AD Scientific Index არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგის ერთადერთი სისტემა, რომელიც ციტირების შესაბამისი მაჩვენებლებისა და პროცენტულობის მიხედვით აანალიზებს მეცნიერთა რანჟირებას კონკრეტულ დაწესებულებაში. გლობალური რეიტინგის პარალელურად, რანჟირებაში მოცემულია კერძო და საჯარო უნივერსიტეტების მეცნიერების/მკვლევარების ცალკეული რეიტინგებიც სამეცნიერო-აკადემიური პროდუქტიულობის მიხედვით.

AD Scientific Index არის ერთადერთი წყარო, სადაც შესაძლებელია საერთაშორისო და ადგილობრივი უნივერსიტეტებისა და ცალკეული მეცნიერის ჯამური და ბოლო ექვსი წლის ციტირებების მაჩვენებლების მოძიება. AD Scientific Index რეიტინგი აჩვენებს არა მხოლოდ ცალკეული უნივერსიტეტების პრიორიტეტულ მიმართულებებს, არამედ ასახავს მათ მიერ მეცნიერთა რეკრუტირება/წახალისების პოლიტიკის შედეგებს. აღნიშნული მაჩვენებლები ავლენს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ  წარმატებული მეცნიერების მოზიდვის, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და შენარჩუნების უნარს.