[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-პროფესორმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

01.09.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და საერთაშორისო საკითხების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკა ჩიტაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში “ნეიროტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი და კოგნიტური ომის მომავალი”, რომელიც გაიმართა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში.

კონფერენცია ორგანიზებული იყო ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელ ევროპულ ცენტრთან არსებული პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის (გერმანია) და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის (შვეიცარია) მიერ.

ნიკა ჩიტაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით გააკეთა მოხსენება თემაზე: “კოგნიტიური ომი და მისი გლობალური განზომილება”.