[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-ს ლექტორი ნიკა ჩიტაძე გერმანიაში სამეცნიერო-კვლევით პროგრამას დაესწრო

15.02.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და საერთაშორისო საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორმა ნიკა ჩიტაძემ გერმანიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში მდებარე ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელ ევროპულ ცენტრში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო-კვლევით პროგრამაში სახელწოდებით: “მომავლის ლაბორატორია”, რომლის ფარგლებშიც ბატონი ნიკას მიერ მომზადდა სამეცნიერო კვლევა და გაკეთდა მოხსენება თემაზე: შავი ზღვის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები.