[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

05.12.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კიდევ ერთი პროექტი 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირებული 463 საპროექტო განაცხადიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით (წამყვანი ორგანიზაცია), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტმა: “ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) როლი სოფლის მმართველობაში: პოლიტიკური მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მუნიციპალურ დონეზე” მე-3 ადგილი დაიკავა.

კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 439 პროექტი.

შეფასების ეტაპზე გადასული პროექტების შეფასება განხორციელდა ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) 3 ეტაპად და დასაფინანსებლად შეირჩა 112 პროექტი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამონაწილეობა ინიცირებულია უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ, თემურ გუგუშვილის მიერ;

პროექტში ასევე მონაწილეობს ამავე უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, თამარ კაკუტია; კვლევის განხორციელებაში ჩაერთვებიან ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებიც.

გთხოვთ, იხილოთ გამოქვეყნებული შედეგები: