IBSU-ს ლექტორები ათენში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონფერენციებისა და პუბლიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა დოქტ. გივი ამაღლობელმა და აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძემ მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართულ ეკოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში (International Conference on
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი როტერდამში კონფერენციას დაესწრო
IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ამერიკისმცოდნეობის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი როტერდამში საერთაშორისო განათლების ევროპის ასოციაციის კონფერენციას დაესწრო. თამარ შიოშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ბრიტანიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სტუდენტთა გაცვლაზე ორიენტირებულ თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებმა მემორანდუმს ხელი 2019 წელს მოაწერეს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ განხორციელდა.
IBSU-ს წარმომადგენლები IAFOR-ს ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლები ოფიციალური მოწვევით იმყოფებოდნენ საერთაშორისო აკადემიური ფორუმის (IAFOR) მიერ ორგანიზებულ განათლების რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციაზე, ქალაქ ბარსელონაში. კონფერენციაში 200-მდე მეცნიერ-მკვლევარი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. IAFOR-ის კონფერენციები განათლების შესახებ ხელს უწყობს აკადემიურ
პროფ. დალი ოსეფაშვილმა სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალი ოსეფაშვილმა ბერლინში გამართულ სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მან კონფერენციაზე წარადგინა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სახელწოდებით - „სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო: ახალგაზრდების დამოკიდებულებები (საქართველოს მაგალითი)“.
IBSU-ს სტუდენტებმა განათლების სტუდენტურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
IBSU-ს განათლების ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებმა, ხატია ბერიძემ, მარიამ კუპატაძემ და თამარ შიოშვილმა, მონაწილეობა მიიღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ განათლების სტუდენტურ კონფერენციაში. სტუდენტების მიერ წარდგენილი კვლევითი პროექტების პრეზენტაციები თემატურად ფარავდა განათლების ყველა საფეხურს. კონფერენციაზე გაზიარდა საინტერესო პრაქტიკები და რეკომენდაციები
ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო CEECOM-ს კონფერენციაზე
IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალიოსეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის მედიისა და კომუნიკაციის ასოციაციის (ECREA) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიისა და კომუნიკაციის მკვლევართა სექციისკონფერენციაზე (CEECOM2023), რომელიც წელს ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში (ბრნო) გაიმართა. კონფერენციის თემა იყო „ცენტრალურ და
სტუდენტური ჟურნალის ‘VITASCOPE’ პრეზენტაცია IBSU-ში
IBSU-ში სტუდენტური ჟურნალის 'VITASCOPE' პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალში, რომელიც ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში დაარსდა, გამოქვეყნებულია სტატიები შემდეგ თემებზე: განათლება და ლინგვისტიკა, ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია, ისტორია და კულტურა, ფილოსოფია და ეთიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება, გარემოსდაცვითი კვლევები და მდგრადობა. პრეზენტაციის დასასრულს სტატიების ავტორებს
ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის პროფესორი IBSU-ს ეწვია
უნგრეთის ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის პროფესორი, მაია ჯინ ლო ბელო Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, უნგრელი პროფესორი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლებს. ასევე, ლო ბელომ რამდენიმე ლექცია ჩაატარა IBSU-ს
IBSU-ს სტუდენტებმა სოფელ სნოს სკოლას წიგნები გადასცეს
ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს სკოლას IBSU-ში მოგროვებული წიგნები გადასცეს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა და პედაგოგებმა. სასწავლო ექსპედიციას კურირებდა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ოლღა ცისკარიშვილი-სოსელია, რომელმაც საგნების „ფოტოჟურნალისტიკისა“ და „სოციალური საკითხების“ სტუდენტები მაღალმთიანი რეგიონის პრობლემატიკის გასაცნობად წაიყვანა. ვიზიტის
ბრიტანული სტილის დებატები IBSU-ში
საერთაშორისო ურთიერთობების, ფილოსოფიისა და დებატების და კრიტიკული აზროვნების კლუბების ორგანიზებით, IBSU-ში ჩატარდა ბრიტანული სტილის დებატები. დებატებში მონაწილე სტუდენტებმა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ რეზოლუციებზე იმსჯელეს. პირველი და მეორე ადგილის მფლობელები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.