[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

„ჟურნალისტიკა სკოლის მოსწავლეებისთვის“ პროექტის ფარგლებში, IBSU-მ თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაში ჩართულმა აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა მოსწავლეებისთვის ოთხდღიანი ტრენინგი და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა. ლექციები ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: პროფესია ჟურნალისტი, ინტერვიუს ხელოვნება, ადამიანის პირადი სივრცის

IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის გუნდმა, ტექნოლოგიების, განათლებისა და განვითარების მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 6-8 მარტს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართა. IBSU-ს გუნდმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ოთხი სტატია მასწავლებლის პროფესიის, მოსწავლეთა ემოციური კეთილდღეობისა და სწავლების მეთოდოლოგიის თანამედროვე ტენდენციების შესახებ. პროფესორმა ეკა ფიფიამ,

ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, თამარ შიოშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "თეთრი სახლის დიასახლისები." შიოშვილმა ვრცლად ისაუბრა ოთხი პირველი ლედის, აბიგაილ ადამსის, ელეანორ რუზველტის, ჟაკლინ კენედისა და ჰილარი კლინტონის როლზე ქალთა უფლებების ჭრილში. ოთხივე პირველ ლედის დიდი წვლილი აქვს შეტანილი

IBSU-ში დებატებისა და კრიტიკული დისკუსიების კლუბი და ამერიკის მცოდნეობის სტუდენტური კავშირი გაიხსნა, რომლებიც ფოკუსირდებიან ადამიანის უფლებებზე, ქალთა უფლებებზე, თანასწორობაზე, ამერიკულ, ევროპულ და ქართულ პოლიტიკაზე, სტუდენტების საკითხებზე და სხვ. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ თამარ შიოშვილი, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი და თეა ჭუმბურიძე, აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო

IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო. ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა არის ერთადერთი საქართველოში, რომელშიც ინტეგრირებულია ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვანი პროგრამა, რაც კურსდამთავრებულებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის საშუალებას მისცემს. პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჟურნალის მე-11 ნომერი გამოიცა, სადაც დაბეჭდილია ქართველი და უცხოელი მკვლევრების 13 მნიშვნელოვანი და საინტერესო სტატია. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ- https://jh.ibsu.edu.ge/jms/index.php/SJH/issue/view/48

ორი ექსპედიცია და სამი საჯარო ლექცია გაიმართა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე 2022 წლის შემოდგომის სემესტრში. ნოემბერში ფოტოჟურნალისტიკის სასწავლო კურსის ფარგლებში მეორე კურსის სტუდენტები გრემში, სარეაბილიტაციო ცენტრ „თანადგომას“ ესტუმრნენ და არაერთი ფოტო გადაიღეს. სტუდენტები საგნის ფარგლებში  გადაღებული ფოტოების ფოტოგამოფენასაც გეგმავენ. დეკემბერში საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმის

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კოორდინატორი ბაია ივანეიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელი ნათია მაღალაშვილი, Erasmus + Staff პროგრამის ფარგლებში 10 დან - 15 ოქტომბრამდე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონეთის, ქალაქ ლუბლინის WSPA უნივესტიტეში, სადაც დაესწრნენ 2022-2023 აკადემიური წლის ოფიციალური გახსნის ცერემონიას,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელმა პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისთვის  მიძღვნილ ღონისძიებაში 25 იანვარს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოხსენების შემდეგ ღონისძიებაზე მიწვეულ ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებს ჰქონდათ

IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი დოქტ. თამარ შიოშვილი მონაწილეობდა კონფერენციაში „რეგიონული ცოდნის გაცვლა საერთაშორისო განათლების გაფართოებისთვის.“ პროფ. თამარმა ისაუბრა ამერიკისმცოდნეობის პროგრამის უნიკალურობასა და მნიშვნელობაზე ქართულ-ამერიკული 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის კონტექსტში, რასაც ემსახურება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედი ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და