[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე ორი ექსპედიცია და სამი საჯარო ლექცია გაიმართა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

ორი ექსპედიცია და სამი საჯარო ლექცია გაიმართა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე 2022 წლის შემოდგომის სემესტრში.

ნოემბერში ფოტოჟურნალისტიკის სასწავლო კურსის ფარგლებში მეორე კურსის სტუდენტები გრემში, სარეაბილიტაციო ცენტრ „თანადგომას“ ესტუმრნენ და არაერთი ფოტო გადაიღეს. სტუდენტები საგნის ფარგლებში  გადაღებული ფოტოების ფოტოგამოფენასაც გეგმავენ.

დეკემბერში საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმის პრაქტიკუმის ფარგლებში მესამე და მეორე კურსის სტუდენტები წნორში მდებარე სოციალურ საწარმო „ცოდნის კაფეს“ ესტუმრნენ და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მასალები შეაგროვეს.

დეკემბერში „კულტურისა და ხელოვნების საკითხების გაშუქების“ სტუდენტებმა აშშ-ს სახელმწიფო პროგრამა „ფულბრაიტის“ ფარგლებში მოწვეულ ამერიკელ პროფესორ კეტრინ ჩავინს უმასპინძლეს. ამავე საგნის ფარგლებში დეკემბერში სტუდენტებს ანგლიცისტსა და მუსიკოს მანანა ბაქრაძესთან შეხვედრა გამართეს.

დეკემბერშივე „მედიაწიგნიერებისა“ და „საგამოძიებო ჟურნალისტიკის“ ფარგლებში  სტუდენტებთან საჯარო ლექცია ჩაატარა სტუდია მონიტორის ჟურნალისტმა მარი დუდუნიამ.