[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

ბოლესლაუ კომინეკის ევროპული ახალგაზრდული ფორუმი აცხადებს მონაწილეების მიღებას სრულად დაფინანსებულ პროექტზე, რომელიც გაიმართება 13-16 სექტემბერს პოლონეთში და ბელგიაში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ აპლიკაციის განაცხადი( Kominek Forum 2019 ) და მონაწილეობის პირობები (Terms and conditions) .

17-21 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებისთვის იმართება ,,საზაფხულო სკოლა 2019 - ანგლო-ამერიკული კულტურა’’. თბილისისა და სხვადასხვა რეგიონების სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ

29 მაისს პროფესორმა მაიკლ ლუკენმა გამართა სემინარი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებთან თემაზე „როგორ დავგეგმოთ კურსი „კლიმატის ცვლილება და საერთაშორისო ურთიერთობები“. პროფესორი მაიკლ ლუკენი არის ფიზიკის და კლიმატის ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, ამავე დროს აღნიშნული კურსის სამეცნიერო კონცეფციის ავტორი. სემინარის

27 მაისს შედგა განათლების მეცნირებებების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის პროფ. ნათელა დოღონაძის შეხვედრა კურსდამთავრებულების დამსაქმებლებთან. მათ იმსჯელეს პროგრამის მიღწევებსა და განვითარებაზე.  

2019 წლის 18 მაისს გაიმართა VII ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“. კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკლურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობით ჩატარდა და წელს მოიცავდა

13 მაისს განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ქალაქ თბილისის 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. კონფერენციის ორგანიზება  მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებული მასწავლებლისა და ფაკულტეტის თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, პრეზენტაციები წარედგინათ ინგლისურ ენაზე.  

2019 წლის 7 მაისს, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ორგანიზება გაუწია მე-7 ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას ; ფაკულტეტის ბაკალავრიტისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე: განათლება, ლიტერატურა, ინგლისური ენის სწავლება, ამერიკის პოლიტიკა, კულტურა და ა.შ.

2019 წლის 3-4 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა მე-9 საერთაშორისო კონფერენციას (IRCEELT), რომელიც ეძღვნებოდა განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას. ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს

6-7 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტი ,, სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“. მასში მონაწილეობა მიიღო თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის 200-მდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ. პროექტის ძირითადი მიზანია, დააინტერესოს ბავშვები სოციალური მეცნიერებებით, მაგალითად, როგორიცაა : ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა.

2019 წლის 10 აპრილს, 10:30 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრებიან სტუმართმასპინძლობის ინსტიტუტის ორი პარტნიორი სასტუმროს წარმომადგენლები. სასტუმროების დასახელებებია: Bauer Korl's Golchner Hof (https://www.golchenerhof.de/) Familien Wellness Hotel Seeklause (https://www.hotel-seeklause.de/) მეორე სასტუმრო არის სწორედ ის საწარმო, რომელშიც ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას (ზაფხულის პერიოდში).