[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ამერიკისმცოდნეობა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

პროგრამის აღწერა

ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ერთადერთია საქართველოში,  რომელიც 2002 წელს ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად პირველად საქართველოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში გაიხსნა. პროგრამა აძლევს შანსს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს მიიღონ უმაღლესი დონის დასავლური ტიპის მულტიდისციპლინარული და ინტერდისციპლინარული განათლება ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ, საქართველოს მოთხოვნების გათვალისწინებით; პროგრამის მიზანია, სტუდენტებს შეასწავლოს ამერიკული საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები როგორც ისტორიულ, ასევე თანამედროვე რაკურსში.

ამ უნიკალური პროგრამის კურსებს კითხულობენ მაღალკვალიფიციური ქართველი და ამერიკელი პროფესორები, ფულბრაიტის მკვლევარები ცნობილი ამერიკული უნივერსიტეტებიდან, რომლებსაც პროგრამისთვის სპეციალურად იწვევს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

თარგმანმცოდნეობის ბლოკი

დღეს საქართველოში თარგმანმცოდნეობა უაღრესად აქტუალურ სფეროდ გვევლინება, რაც განპირობებულია საჭიროებით, რომ საქართველომ დაამყაროს მჭიდრო საქმიანი, საგანმანათლებლო, კულტურული, სავაჭრო, სამხედრო და სხვა სახის ურთიერთობა უცხოეთის ქვეყნებთან, „NATO“-სთან, ევროკავშირთან და მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულიად ახალი და განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან. ამან განაპირობა ამერიკისმცოდნეობის პროგრამასთან ინტეგრირებული თარგმანმცოდნეობის ბლოკის შექმნა, რომელიც მოამზადებს მთარგმნელ-თარჯიმნებს, რათა მათ თავისუფლად და ეფექტურად შეძლონ ზეპირი, წერითი, სინქრონული თარგმანი ნებისმიერ უცხოენოვან გარემოში. ამას ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, სადაც ამერიკისმცოდნეობის სტუდენტები გადიან სტაჟირებას და აქვთ დასაქმების შესაძლებლობა.

ამერიკის პოპ კულტურა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბლოკი

ვინაიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის განათლების პიონერი გახლდათ ამერიკელი რექს ჰარლოუ, რომელმაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა ორგანიზაციას, რომელიც დღეს „ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციად“ (PRSA) იწოდება, ამავდროულად გავითვალისწინეთ რა სტუდენტების მოთხოვნა, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ შეგვექმნა, ამერიკისმცოდნეობის პროგრამასთან ინტეგრირებული საზოგადოებასთან ურთიერთობის ბლოკი ამერიკისმცოდნეობის მიმართულების საგნების შემცველობით.

პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ერთ-ერთი შემდეგი ჩამონათვალიდან: ისტორია, მათემატიკა, ლიტერატურა.

საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან IBSU-ს საბაკალავრო პროგრამაზე, თუ მათ წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.naec.ge).

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.iro.ibsu.edu.ge/en/page/admissions).

მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

დასაქმების სფერო

პროგრამა უქმნის სტუდენტს ყველა პირობას აკადემიური და კარიერული წინსვლისათვის ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: საელჩოები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისები, სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატი, კულტურის დეპარტამენტები, ბანკები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარლამენტი, მუზეუმები, არქივი და ა.შ. გარდა ამისა, ბაკალავრის ხარისხის პროგრამა წარმოადგენს სოლიდურ საფუძველს შემდგომი სამეცნიერო-სასწავლო მოღვაწეობისათვის მაგისტრატურისა და დოქტურანტურის პროგრამებში.

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის: 2590 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ამერიკისმცოდნეობის ბაკალავრი
სწავლების ენა: ინგლისური

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი, დოქტ. თამარ შიოშვილი
ელ-ფოსტა:
sseduhum@ibsu.edu.ge; tshioshvili@ibsu.edu.ge
ტელეფონი: + 995 322 800 064
ოთახი:  # A 302
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ, 0130, თბილისი, საქართველო